უშენო ღამე..



გამოუქვეყნებელი წერილი, რომელიციც გადავწვიტე დაგვიანებით , მაგრამ მაინც გამომექვეყნებინა…

ნამდვილად რომანტიული სათაურია, მართალი ხარ... ყველაფერი რაც უშენო იყო ცოტა უფერულად მეჩვენებოდა და ვადაგასულიც… ფერკმთალიც და გაუფასურებულიც... სადაც იყო და არც იყო არაფერი. . . არაფერია, ესეც გამივლის ოღონდ ხელი ახლა მე გაგიშვი. . . რამდენი გაუშიფრავი ფიქრის სათავე ხდება ხოლმე სათაურები, არადა უსათაუროდ ისევე , როგორც მოვალეობოს გარეშე უკეთესია.

უშენო ღამე... ჩემი ცხოვრების ყველა ღამე უშენო იყო...
მენატრები...

რატომღაც ყველაფერი მაქვს, ხან მაქვს ხან არა მაგრამ არ მშია, არ მწყურია და არც მცივა, თუმცა არც ცხელა ჩემსკენ ყოველთვის, ჰაერშიც ბევრი ნესტია და სევდაც...ზღვასთან ცხოვრებას სხვა ხიბლი აქვს, ზღვაში არ გეძებ, მასში გხედავ და ვფიქრობ ყოველ ჯერზე მასში თავს დავიხრჩობ . . .
ჩემს ცხოვრებაში ბევრი ღამე იყო და ერთიც არ იყო შენთან ერთად...

ჩემი ვალენტინოს წითელი კაბა უნდა ჩავიცვა შემთხვდები სადმე ?
ხორხიდან ბოლო სიტყვასავით ამომცდება ხოლმე ფრაზა_ცხოვრებაში ყველაფერი მოვინელე რაც დავკარგე, შენს გარდა...

Комментарии

Популярные сообщения