სტატიის მიღმა


მოკლედ, სტატია რომელიც ჩემმა მკითხველმა წაიკითხა და ალბად უკვე დაივიწყა კიდეც, მე მოსვენება დავკარგე. ჟურნალისტური ცხოვრება ეს მთელი ისტორია, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, თუმცაღა გამოქყევნებული მასალის უკვენ უფრო მეტია საინტერესოც და დასამახსოვრებელი.ხშირ შემთხვევაში არ მახსოვს რა დავწერე ამა თუ იმ სტატიაში სამი თუ ოთხი თვის წინ. დეტალებზე მაქვს საუბარი, მაგრამ მახსოვს ყველა ადამიანი ვინც შემხვედრია. ამ საქმეს დიდი პასუხიმგებლობით ვეკიდები მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში.ხოდა ახლა ამ ამბავს მოვყვები რამაც ასე ღმად შეახწია ჩემში და ვერ ვივიწყებ , ხშირად ვფიქრობ ხოლმე და სინდისი ძალიან მაწუხებს.

ყველაფერი ასე დაიწყო.ოთხშაბათი თათბირის დღეს დავგეგმა თემები და რადგანაც ერთი თემა ბანკზე იყო სიამოვნებით გადავწყვიტე დამეწერა, გარდაამისა ჩემი რუბრიკის თემა იყო. საერთოდაც უკვე საბანკო ოპერაციებში მშვენივრად არა მაგრამ ჟურნალისტის კვალობაზე არც ისე ურიგოდ ვერკვევი. და მთავარი ის არის, რომ არ ვიხლართები. თუმცა მეგობრები რომლებიც ბანკში მუშაობენ მთავაზობენ დახმარებას. თუმცა ჯერ დახმარების გარეშე ვწერ.მოკლედ თათბირზე მითხრეს ბანკმა ვიღაც სახლიდან გამოსახლაო და ეს ამბავი მაგალითად უნდა გამოყენებინა, სხვაგვარად თემა ძალიან თეორიული გამოვიდოდა. ნომერიც გავიგე და ეს ადამიანი სამსახურდან დავიბარე შეხვედრაზე...დათქმულ დროზე ზუსტად მოვიდა.საკონფერენციო დარბაზში შევიყვანე და ინტერვიუს ჩაწერა დავიწყე...ჩვეულებრივი კითხვები მქონდა , რამდენიდ ქონდათ ქონება იპიტეკით დატვირტული, რომელ ბანკში, რამდენი პროცენტი და ა.შ. ....მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო მეტის მოსმენა აღარ შემეძო....(აქ არის ის სტატის "ბანკები და ჩამორთმეული ქონება") უკვე კითხევების დასმის თავი აღარ მქონდა დანუგეშებაზე გადავედი. რესპოდენტი ტიროდა..4 მცირეწლოვან შვილთან ერთად ოჯახი ღია ცია ქვეშ დარჩა....მე კიდევ ასე ამბავი მხოლოდ მაგალითისთვის მჭირდებოდა...სინდისმა შემაწუხა...ქალი მიყვებოდა როგორ გაუჭირდა მის ქმარს ვალის გადახდა, და ბოლოს ასეთი ფრაზე მითხრა მარტო იმედი მაქვსო...თავი ვარ ავწიე მეტირებოდა...ბოლის შპს სახელის დადგენა მინდოდა რაზედაც იყო სესხი გამოტანილი მითხრა ჩემი ქმარი ქვემოთ მელოდებაო.დეტალების დასადგენად ქვემოთ მომიწია ჩასვლა რადგანაც საქმეც და სესხიც მის ქმარზე იყო...ჩავედი ხელი ჩამოვართვი და ვხედავდი მხოლოდ სასოწარკვეთას...რაღაც ძალით გავიღიმე...საუბარი დავიწყეთ გავარკვიე ყველაფერი რაც მაინტერესებდა. გავიგე თუ როგორ დავიდა ადამიანი ნოლზე, რომელსაც ყველაფერი ქონდა ცხოვრებაში...სამსართლიანი სახლი და უცხოური მარკის მანქანები. გარდა ამისა გამომრჩა მეთქვა მობილურის ნომერები ისეთი ქონდათ სამსახურში ვიკითხე რამე ხომ არ გეშლებათ მეთქი.სანამჩაწერაზე დავიბარებდი. ხოდა, იდგე ჩემს წინ ადამიანი სიტყვა არ ვიცი რა თქვა...და ასეთ ფრაზას მეუბნება "განა შენ რაში უნდა დამეხმარო "ამ სიტყვებს ვერ ვივიწყებ, თან დამყვები...მართალი იყო , მე რა შემეძლო არაფერი...არც ჩემს სტატიას შეეძლო რამე..."მე ჩემს მეგობრებასაც აღარ ვენახები" ეს იყო ყველაზე შემზარავი ფრაზა რაც ადამიანისგან მქონდა მოსმენილი...."იმედი მაქვს ღმერთის შეიძლება არ იყიდოს არავინ სახლი აუქციონზე"ცრემლები მომერია...ოთხი შვილით 31 წლის ადამიანი გარეთ დარჩა....დავამეშვიდობე , მაგარმ უფრო დანუგეშებას გავდა.იმიტომ , რომ რამდენჯერმე ვახსებე ღმერთი იმიტომ, რომ რეალურად არ არსებობდა ადამიანი ვისაც მათთვის დახმარების გაწევა შეეძლო ...მგონი კი გავიღიმე და ისე წამოვედი...აღარ მახსოვს...ამ დროს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი შემხვდა რაღაცაზე ჩამეწერეო, ხელით ვანიშნე რაღაც, ხმას ვერ ვიღებდი...ცრემლები მახრჩობდა, კიბეებზე ხელი რომ არ მომეკიდა ვერ ამოვიდოდი...ჩემს კომპტან ისე მოვედი არავისთვის შემიხედია...მერე კი მთელი ნიუსრუმი მაწყნერებდა...მე მათი ცხოვრება უბრალოდ მაგალითისთვის გამოვიყენე. (ესე სჭირადა ნანასაც როც მისმა რესპოდენტმა მეორე დღეს თავი დაიწყა...)

ხოდა, ახლა მინდა ბოდიშო მოუხადო ამ ადამინებს , რომ მართლა არაფერი შემეძლო, რომ მე ვერაფრით ვერ დავახმერე და ვერც ჩემმა სტატიამ.

მაპატიეთ......

Комментарии

Популярные сообщения