BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

пятница, 26 августа 2011 г.

ჩემი უშენო შუადღე


ისევ ისეა ყველაფერი, როგოც იყო მაშინ სანამ შენ გამოგიგონებდი და მერე ისევ ჩემს გამოგონებულს გავაქრობდი . და ამ ყოფას სახელად უშენობას დავარქმევდი....
აგვისტო მიილია.
საიდან სადამდე არის უსასრულობა , და ფიქრი რომელიც შენ და ჩემს შორის არსებობს ...
არ არსებობს არაფერი მარადიული.
მარტო ფიქრი და უსასრულობა...
რომელიც ჩემს და შენ ყოფას არაფრად არ აგდებს...
მაგრამ საით მიდის დღეები... იქ სადაც უფრო ადვილია...
ნოემბრის შუადღეა...
წვიმა...
თქეში...
უფერული და გაცვეთილი ფიქრები.
მოსაწყენი
გრილა..
ცხელი ყავის ფინქანი
ისევ
ცარიელი შუადღე
აქ არ ხარ არასდროს და უშენობა არ მიყვარს...
სათაური მაქვს...შუადღე უშენოდ...
სათქმელი ყელში გადამცდა...
შემოდგომაა ისევ უშენო
უშენო შემოდგომა არ მიყვარს...
მოკლედ წავედი მე, მინდოდა მეთქვა, რომ მენატრები
სათქმელი ვერ გითხარი, და ახლა ამ წვიმიან შუადღეს უშენობას ვებრძვი...

суббота, 4 июня 2011 г.

დილა

ქუჩას ფეხით მიუყვები, ამ რეალობას ისე გაურბივარ ყურსასმენებს ვიმარჯვებ, გზები ისეთი გადათხრილია, აზრი არა აქვს ცაში ფრენას, ყოველ წუთს მოსალოდნელ ჩავარდნას ველოდები... ეს გრძნობა ისედაც ახლობელი გახდა ჩემთვის...როგორ მინდა, ფეხზე დავიკიდო ეს ყველაფერი და ისე ვიცხოვრო თითქოს წინ, მართლა მოდის კვირეულზე დასწრება მელოდეს :)))
ხშირად მეც არ ვიცი, რა მაცინებს მაგრამ მეცინება :))))
გზაზე არსებულ დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ,ყავის ჭიქით ხელში, რომელზეც სამსახურის ცისფერი ლოგოა გამოსახული ვზივარ კომპიუტერთან და ცვლი ერთი მეორეს მიყოლებით სტატუსებს, ამ ბოლოს გულდასმით ვაქვეყნებ, ტრადიციულ ორშაბათის კოლექსიას. ვოცნებებ საკუთარ ჟურნალზე, რომელსაც მაღალი მოდის ფერები და ლატეს არომატი ექნება. ფერად შპალერებზე და ყვავილებით სავსე ლარნაკზე, ტელეფონზე რომელიც არქივივით შემინახავს უკვე ძველ საიდუმლოს, ზარზე რომელიც მატყობინებს მილანში დადეგმილ მოდის ახალ კვირეულის შესახებ, და მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ევროპაში უახლოვეს ერთი კვირის განმავლობაში, რადგან წასვლა მექნება გადაწვეტილი, სუნამოებით სავსე კარადას და მაინც მის ნაჩუქარ სუნამოს დავისხამ, როგორც მისგან დარჩენილ შხამს და ჩემთვის გავიცინებს , რადგან არ მეგულება დედამიწაზე ერთი ადამიანიც კი, ვინც მიხვდება რატომ ვიცინი სუნამოს დასხმის დროს :))
ჩემი სიზმრებიც, ისეთივე ფერადია , როგოც წყალქვეშა სამყარო სადაც არიელი ჩემის აზრით დღემდე ცხოვრობს და მაინც ოცნებობს , იყოს ადამიანი, მე კი პირიქით.. პირველად ხმამაღლა შემიძლია დავიყვირო ის რასაც ვერც კი წამოვიდგენდი , მიხარია, რომ აღარ არსებობს, რომ გაქრა...


დღესაც ისეთივე არარეალური ვარ , როგორც ყოველთვის
ახლა ამ სიმღერას მოუსმენ და კიდევ შევცლი სკაპში სტატუს :))))

четверг, 5 мая 2011 г.

ჩემი იისფერი სახლი და ვარდისფერი ფანჯრები

არ ვიცი ალბათ ყველას გვაქს სამყარო, ან მე მხოლოდ იმ ილუზიონისტების რიგში გავდივარ, რომლებიც იგონებენ და მერე აქრობენ ამ გამოგონებულ აბსურდებს

ვიგონებ სახლს...
ფანჯრებს...
მწვანე აივანს, რომელიც ჩემი დარგული მცენერეებით არის სავსე, და ყოველი წლის გაზაფხულზე მიწას ვანახლებ.
ერთ ფინჯან რძიან ყავას, და გამუდმებით ველოდები ზარს,ჩემს სახლის მწვანე კარებზე...სადაც გაფენელია წითელი ხალიჩა, წარწერით "ველქამ"
ქვაბი, რომლის გამორეცხვა დამეზარა.
ჩაიდანი, რომელიც კიდევ კარგი თავისით ითიშება. (გულმავიწყობა დამჩემდა)
კედლები ძვლისფერი ...
და მხოლოდ ერთი პოტო განწყობისთვის ფერად კედელზე
ცა მზით, ხან კიდეც მზის გარეშე...აზრი არ აქვს, ჩემი სახლის ფერად კედლებს ვერ დააბნელებს

მაგრამ...უცებ გაღვიძეებისაც როცა მუქილურჯი კედლებიან ოთახში გამეღვიძა. სადაც არც მციოდა და არც მცხელოდა, მივხვდი სხვა რეალობაში ვიყავი ...
აქ უკვე, ყველაფერი რეალობის ფერია, შავ-თეთრი და განსაცვიფრებლად მსგავსი ფრაგმენტებით
ყავისფერ ფანჯრებიდან კი ჩანს, რომ ამინდია წითელი წკაპუნების...
ყავას კი რძით აქაც დავლევ, როცა სამსახურის შავ მაგიდას მიუჯდები, მონიტორს დაუწვებ ყურებას და გავიფიქრებ , რომ მოსაწყენია რეალური სამყარო...

среда, 6 апреля 2011 г.

არაზღაპრული ამბავი

პატარებს სულ უყვებიან ზღაპრებს სიკეთეზე. სადაც ბოროტი ყოველთვის მარცხდება,
არადა, რეალურ ცხოვრებაში მათი გამიჯვნა ძალიან ჭირს ხოლმე.

მეც ზღაპრების დიდხანს მჯეროდა...

ერთი დღის ნაწილობრივ რეალური ამბავი
ნაწილი კი ისეთივე მოგონებულია, როგოც ის ფაქტი, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს


ჩვეულებრივი გაზაფხულის დღე იყო, მოქუფრული, წვიმას აპირებდა მაგრამ არც ვწიმა ჩანდა და არც მზე.
მობილურზე მირეკავს, შენი ნახვა მინდა, ვილაპარაკოთო
სხვისი უბედურების მოსმენის ხასათზე ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ძალდატანებით დავთანხმდი და სამსახურის კიბეებს დაუყევი. თავი მისკდებოდა მაგრამ ყავის დალევა მინდოდა. ვთანხმდები.
–უთხარი ჩემთვისაც ყავა და ჩამოვალ. ვეუბნები, მაგრამ ვამადლი ჩემს თავსაც და მისი მოსმენა, რომ მომიწევს.
მობილური ზემოთ დამრჩა, მაგრამ მიბრუნება მეზარება,არადა უმნიშვნელო ზარს ველოდები.

ვჯდები პატარა მაგიდასთან, შუშის ვარანდაა და ყველაფერი ჩანს. თუმცა არც იქ ხდება რამე განსაკუთრევბული, მანქანამ ჩაიარა , თვალს ვაყოლებ.
ყავაც გემრიელია .
ახალი ფერადი მაისური მაცვია, რათქმაუნდა წითელი.
ჩემს წინ ზის,
-იცი მაინც რა გჭირს?
-კი
-სადაცაა სიცილი წამსკდება , მინდა დავცინო მაგრამ მეცოდება ტანსაცმელი დიდი აქვს რაღაც ლურჯი ზოლიანი , გრძელი მკლავებით .ეს კიდე უფრო საშინელ სანახავს ხდის. მინდა დავეხმარო მაგრამ ... რომ, ვუყურებ მეზიზღება ის ასეთი
-ყავას ვსვამ და სიამოვნებით ვტკბები, წვიმა დაიწყებს მგონი უადგილოდ წამივიძახე და რომ გავხედა ესეთი თვალები ჰქონდა. ბუნებაზე ლაპარაკის დრო არ იყო მივხვდი.
გისმენ !მკაცრი ტონი მაქვს
ლაპარაკს ხმადაბლა იწყებს , მგონია რომ საკუთარ თავს ელაპარაკება ის კი არ უსმენს.
არ ვიცი რა გითხრა, არ ვიცი რატომ მინდოდა შენთან ლაპარაკი, მეშინია..
გამომეტყველაბა შემეცვალა
და რისი უინტერესოდ ვკითხულობ ?
- არ ....
- ყველა მასე ფიქრობს, თავი არ ამიწევია ისე უთხარი.

- მე მას ....
ლაპარაკს ვაწყვეტინებ
-საკმარისია გესმის

ძნელის ვიცი, როცა მოსაგონარი ცუდი გექნება, ეს ყველაზე ცუდია ვიცი. როცა შეიძლება ყველაფერი ისე დამრთავდეს კარგად მაინც გაიხსენო, მაგრამ ამას უკვე ვეღარ შეცვლი.
ვეღარ შეცვლი, აზრი, რომ უფრო კარგად გაეგო ბოლი წინადადება ორჯერ გავიმეორე ...და ბოლოს დავაყოლე, ვეღარ...

ყავა გამიცივდა, განწყობაც
-მომიყევი ყველაფერი და განთავისუფლდი მაგ სიყალბისგან.
ყვება გაუგონარ ამბებს

- მე ის შემძულდებოდა შენს ადგილზე , რომ ვიყო , გულსწრფელად ვეუბნები და არ ვნანობ, ჩემს სიტყვებს.
რჩევა მაქვს ერთი და მიკვირს მე ხომ ასეთ დროს რჩევებს არ ვიძლევი.
--დაივიწე ეს ბოროტება, და არ გახედო არასდროს წარსულს , გაიხადე ეს საშინელება და იცოდე ეს გამიზნული სიბოროტე იყო და თავს ნუ მოიტყებს.
ბოლოს მოთმინებამ მიღალატა, ვერ ვიტან როცა ადამენებს ცუდად ექსევიან და ეს მათ კი ამის დანახვა არ უნდათ, კიდევ ბევრი ცუდი რაღაც უთხარი, უთხარი ის რისი დანახვაც არ უნდოდა , სახელსაც დაივიწებდა და შეიძლება დავიწებოდა კიდეც რომ არსებობდა სადმე სიკეთე. მაგრამ სიმართლე ასეთი იყო და მე ტყუილის თქმა არ შემეძლო.

ისიც წავიდა...
დავრჩი მარტო ყავასთან. ბოლო ყლუპო ჩამდის ყელში ცივია მაგრამ მსიამოვნებს.
ერთი ყავა მინდა კიდევ...
უკვე წვიმს…



პირველად დავლიე დღეს მარტომ ყავა...
ეს იყო ბოლო დიალოგი საკუთარ თავთან.

среда, 9 марта 2011 г.

პეპლის ეფექტი


აანთებ ლამპას,
ერთი სხივიც არ დარჩა მზიდან
და კალიები სამაროვან სიჩუმეს კრეფენ,
ჯერ კიდევ მოვალ,
რომ თვალებით - თვალები ვზიდო
შენი...
და ღრუბლებს დავუტოვო ცის ლურჯი კეფა.
დგას საფრთხობელა მინდვრის ბოლოს -
ნამდვილი დენდი,
სიოა, როგორც რიტმით სუნთქვა,
ჰაერს აქვს სურდო,
ყოველი წამი, უშენობის,
ფუჭია, მენდე,
მე სამი დღით ვარ მიწაზე და
სწორედ ეს მსურდა.
ახლა, ფინიშთან მიმავალი
მეტია შანსი,
სახლის რიკულებს ჩამოვეყრდნე
საღამოს ბინდად,
შენ ოთახში ხარ და ფანჯრიდან
ჩურჩულით მავსებ,
მე მშვიდად გისმენ,
ხდება ზოგჯერ, ტირილი მინდა,
რომ სიყვარული ჩემშია და
წვეთებად ჟონავს,
რომ ყველაფერი, უკვე დროა,
ფილმივით მორჩეს.
მე ფარვანა ვარ,
ფრთებს მიხატავს ღმერთი და...
მონეს
სტილია მუდამ.
დამტვრეული მოვირგე ჩარჩო.
გრძელი ყორე ჰგავს ძველი ციხის
ალაყაფს, თითქმის,
სოფელს ნაპირთან ჩამოუდის
პატარა ღელე,
აქ ყველაფერი თვალებით და
უსიტყვოდ ითქმის,
შენ იბუტები,
მე, დასჯილი ბავშვივით, ვღელავ.
ორი დღე დამრჩა,
ახლა მცირე აზრი აქვს წუხილს,
მთელ ზეცას ფერი გაუხუნდა
და დილა კრთება,
ჩემი სიცოცხლის ათვლა იწყეს
წამებმა წუხელ,
აანთე ლამპა,
მინდა შუქზე დავიწვა ფრთები.




თორნიკე ჭელიძე

пятница, 18 февраля 2011 г.

single party და ჰარაკირი


მოდით სხვანაირად ვეცადოთ, ვიქნები ერთხელ მეც რეალური, დავეშვები დედამიწაზე და მოგიყვებით რეალურ ამბებს, სადაც მე ვცხოვრობ, სადაც ყველაფერი ნამდვილია, ხელის შეხებაც შემიძლია, არც კითხვის ნიშნებია და არც მრავალწერტილები. ეგ ლურჯგანზომილებიანი სამყარო სულაც არ არის.
ყოველთვის, როცა რაღაცას ვივიწყებ სულ მგონია,რომ უბრალოდ არ მინდა დავიწყება და ამას იმიტომ ვერ ან არ ვაკეთებ.
მეგობარმა მომწერა გუშინ "ადამიანებს სამი რამის ეშინიათ იცოდე- მარტოობის, სიცილის და დავიწყების".
თუ ადამინებს დავიწყების ეშინიათ, გამოვიხურავ ამ კარსაც და რეალურ სამყაროში დავრჩები.
თუ დამიტოვებთ დავრჩები...
გამოსაგონებელი არაფერი დამრჩა.რაც გამოვიგონე საკმარისია

სიყვარულის დღე იყო. გადაღებაც მქონდა და ყველაზე დიდხანს გამიგრძელდა , დაღლილი დავბრუნდი, დილით ფეისბუკის კედელზე ასეთი შინაარსის შეტყობინება ვნახე "მარტოხელების ფართი ვინილში"
მოგვიანებით სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ბარში, და გამიხარდა “ჩემნაირების” დანახვა”))))
მე ერთი ჭიქა ბეილისი განწყობისთის ( შემიწყალეს) დანარჩენებს კი გამჭირველე მინის ჭიქებში ნახევრამდე ავსებული წითელი ჰარაკირი ერგოთ. საკუთარი ხელით გამოტანილი განაჩენი, რომელიც მუცლის გამოფატვრას არა მაგრამ საგონებელში ჩაგდებას მაინც გვიპირებდა , ალბათ ამიტომაც იყო ლაპარაკი მერე ასე ადვილი, იაპონურად თავგანწირვის ხასიათზე გვაყენებდა საკუთარი მარტოობა.
ცარიელი ცუდის ბოთლი დატრიალდა.
ყველა თამაშს მისი წესი აქვს. აქ მთავარი გულწრფელობა იყო, არავის ქონდა უკან მოსახედი,არც დასაკარგი, სიყვარულის დღე იყო და არავის არ ახარებდა საკუთარი მარტოობის ამბავი ))) მათ შორის მეც.
არადა ბეილისი ყოველთვის რომანტიულ ხასიათზე მაყენებს.
თამაში ის რაც არასდროს გაგიკეთებია დაიწყო
არასოდეს მქონია სექსი ფანჯრის რაფაზე
არასოდეს მიჭამია ზეთისხილი
არასოდეს დამირეკავს “ვიღაცისთვის” .
არასოდეს მიჭამია "მანის" ფაფა
არასოდეს დამიკრავს ვიოლინოზე
არასოდეს მიჭამია ლაზანია
არასოდეს წამიყვანია ბავშვი ბაღში.

ამგვარი დაახლოებით 100 არასოდეს იყო, ზოგი ჩემი და ზოგი სხვისი, ვისაც ის რაც სხვას არ ქონდა გაკეთებული და შენ კი ერთი მოზრდილი ყლუპი ჰარაკირი გიწევდა. (როგორც სასჯელი)
ჰარაკირმა თავისი გაიტანა, და აზარტში შესულს არავის არ აკრთობდა საკუთარი მარტოობა.
ერთი რაც კარგად დამამახსოვრდა და ოჩიმაც აღნიშნა, ის იყო, რომ გვერდით მაგიდასთან ერთი წყვილი იჯდა, მაგრამ არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, ორივეს ერთფეროვნება ეწერა სახეზე, ერთმანეთიც და ალბათ საკუთარი თავიც მოსწყენოდათ და შორიდან გვადევნებდნენ თვალს, იცი მარტოობას ერთი კარგი თვისება აქვს, სულ ძიებაში ხარ და ეს საინტერესოა..
ისე დაღვრემილი ჯდომას, დამდვილად მერჩია, ერთი თუნდაც მართალი ჰარაკირი, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს გქონდეს ოჯახი და და შეცდომით გერქვას ბედნიერი..ვალდებული იყო , და ეს ვალდებულება ჭკუიდან გშლიდეს, რაც ხშირია ქართულ ოჯახებში, წყვილებს ისეთი სახეები აქვთ თითქოს ერთი სატურნის მკვიდრია და მეორე იუპიტერის, ერთმანეთის კი არ ესმით რა უნდათ ისიც არ იციან, საერთოდ რისთვის არიან ერთად. ხშირად მხოლოდ სექსისთვის, მერე ერთმანეთი მალევე სწყინდებათ, აღარც ქონება ხიბლავთ. (ამ თემაზე მერე უფრო ვრცელ პოსტს დავწერ ) ახლა ხასიათის გაფუჭებას არ ვაპირებ
ამას ჩემი, მარტოობა ჯობია, მართლა ჯობია...

რეალური ამბების წერას გადავეჩვიე, მაგრამ მაინც ვეცდები, ამიერიდან ყველაზე უფრო რეალური ვიყო, ყველაზე მეტად ნამდვილი, შევეხო დედამიწას და დავივიწყო ისე რაც გამოვიგონე, რისი გამოგონებაც ასე მჭირდებოდა.

წითელი ჰარაკირი ლიმნით არ გინდა ?
მე ბეილისს დავლევ...


სიყვარულის დღეს გილოცავ !

вторник, 15 февраля 2011 г.

განრისხებული ცის ქვეშ დგომა და ღამის სიზმარი

მჯერა.. ყველაფერი დაიწყება თავიდან...
თითქოს ყველაფერი სიზმრად მაქვს ნანახი .
წვიმაში დგომა პირველად შემძულდა……
საშინელი წინათგრძნობა მაქვს…
იმ ღამით სიზმარშიც ვნახე. . .
შავი როლინგი ეცვა, მივდიოდი და უკან მომყვებოდა, მეგობარმა მითხრა ნახე სულ უკან მოგყვება და შენ ვერასდროს ხედაო, მაშინვე მოვიხედა და მართლა გვერდით მედგა. . .რომ შევხედე უიმედოდ მიყურებდა...ეს სიზმარი იყო...აღარ მახსოვს ბოლოს, როდის ვნახე სიზმრად…
როგორც იქნა გამეღვიძა...


მერე კი გზაჯვარედინზე წვიმამ ლამის წამიღო...
არადა ტელეფონიც მაშინ დამიჯდა.. მანქანა არ დაიქოქა... ცარიელმა ტაქსიმაც არ გამოიარა, ხოლო არცერთი სამარშუტო ტაქსი ტელევიზიის მიმართულებით არ მიდის.
აღასოდეს მომჩვენებია სამყარო ასეთი ცინიკური და ყალბი, როგორც მაშინ..
ვერ ვიტან როცა წვიმს, როცა მცივა და როცა ვერ...
სამსახურში, როგოც კი დავბრუნდი მანქანა უპრობლემოდ ამუშავდა. . .


ვერ ვიტან, როცა განრისხებული ცის ქვეშ ვდგევარ და ამით თითქოს არაფერი. . .
ვერ ვიტან როცა ბნელია, გაურკველი მომავალი მაშინებს
წინ არაფერი ჩანს, ბინდის გარდა
რაც დავკარგე საკმარისია. . .
ვერ ვიტან როცა მშია და არ ვჭამ…
რა ცინიკურია სამყარო…

როცა სათქმელი პირზე მაშრება.
როცა ვარდები და მინდა ყოველ ჯერზე უკანსკნელი იყოს…
რა ცინიკურია სამყარო არა?


“ხელს არ გაგიშვებ პოტინე, გპირდები”
მართლა რა ცინიკურია სამყარო . . .

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...