როცა გრილოდა...


ზღვას გავს ხოლმე სულიც ...ისე აჭრება და გაჯიუტდება, გიზიდავს და ბოლოს თუ ძალიან გაუთამამდი შესაძლოა თავიც დაიხრჩო...მატყუარა იმედით გავსებს და ნეტარებას გპირდაბა ...ეს, ხომ ზღვაა და მას ყველაფერი ეპატიება...ზღვის პირას აივანზე ვიდექი და სიგარეთს ვეწეოდი. ისეთი განწყობა მქონდა ზღვასავით საიდუმლოებით მოცული და მშვიდი, ზღვას თავზე მთვარე ადგა და მოსვენებას უკერგავდა...ზღვას კი ამასობაში მოთმინებამ უღალატა, მდუმარება დაარღვია...ოდნავ, მაგრამ მაინც გრილოდა. ასე გავყურებდი უსასრული სივრცეს და სიგარეტის ნაფაზი მაბრუებდა...ვიცოდი, რომ მატყებდა გარშემო ყველაფერი ... მაინც მიმზიდველი და იმედით სავსე ჩანდა სამყარო...ძნელი ყოფილა იმედის დათმობა. ხელის გაშვებაც, რომ გენანება და სულითხორცამდე, არ გინდება მისი დათმობა. მაგრამ შენ არც პაიკი ხარ და არც დედოფალი აქ სხვა როლი გაქვს უბრალო მაგრამ საინტერესო...
აივანზე ცივ ნიავში გახვეული ვიხსენებ წარსულის და ზღვას იმედი მოაქვს. მთვარეს მელანქოლია, სიცივეს სითბოს სურვილი, სიგარეტს სევდა....ზღვა ღელავდა, მთვარე თავზე ადგა და ეტყობოდა მთვარეს მზის სიძულვილი, რომელიც მისი გაუჩინარებისთანავე ზღვის ფსკერიდან ამოვიდოდა. ამაყი, თბილი და ნათელი...ზღვა მზეს ელოდა....სულიც.
გავყურებდი სივრცეს და გაუცნობიერებელი მომავალი მაფიქრებდა. რომელიც არ იცი რას მოგიტანს, რა გიმზადებს. წაგართმევს თუ გაპოვნინებს რამეს...რომელიც გინდა და გაშინებს...სივრცე ჩანს უსასრულო, მარადიული და სრულყოფილი...ზღვა ღელავდა და იწვევდა მთვარეს, რომელსაც სახეზე დასტყობია სულის ნაიარევი.ზღვა კი მაინც მზეს ელოდა

Комментарии

Dato trapaidze написал(а)…
ზღვის ტალღა ზოგჯერ ჩუქნის კიდეც საკმაოდ მოულდნელ და წარმოუდგენელ საჩუქრებს..
კოპალა написал(а)…
ras dato gamoroyil shushis botls weriliT ?

Популярные сообщения