ცარიელი ფიქრები.




დღეს ზედმეტად მძიმე ფიქრი ამეკვიატა...
ნეკერჩხლის ფერადი ფოთლებიც ისეთი უფერული და მოსაწყენი მეჩვენა....წვიმაც ვერ ვინატრე, როცა საქმე მოვრჩი აღმოჩნდა, რომ უკვე ბნელოდა და გამიხარდა...იმის, რომ ბნელოდა. რადგანაც არც დღე და არც ღამე არ იყო არაფრის მომტანი...მხოლოდ ახალი წელი მოაბიჯენდა, რაც არ მინდა , რაც არ მიყვარს და რისი გახსენებაც არ მინდა....
ასე. მხოლოდ ბავშვობაში იყო, იმედებით აღსავსე და სასწაულების მოლოდინით სავსე შევყურებდი საათის ისრებს,როდის ჩამოკრავდა თორმეტს, თუმცა საჩუქრებს არც მაშინ მჩუქნიდენ და არც ახლა. .........უკვე, ეს ყველაფერი უფრო მღლის...აღარ მიხარია...
რა უნდა ვიზეიმო ?....მიკვირს ძალიან.....
მარტოობის ისე მეშინოდა საკუთარ კანშივე ვხტუნავდი...მაგრაამ ,ესეც იმ ახალ წელს გავატანე და უკვე აღარ მაშინებს...რისი წელი მოდის ისე ? არ ვიცი და სიმართლე , რომ ვთქვა ჩემთვის სულერთია რისიც არ უნდა იყოს აყივლებული მამლის თუ სისინა გველის....ან კიდევ ურჩხულის....ჩემთვის სულერთია...ამისიც მწამდა ერთ დროს...
განწყობის გამოსაკეთებლად ვცდილობ, გონება დავძაბო და რამე კარგი მოვიგონი...თუმცა მცდელობა ამაო გამოდის და ყველაფერი უკუსვლით მრთავდება...მახსენდება რამდენიმე დაგორება კიბეზე, კვირაში ერთხელ გადაგლეჯილი მუხლი, სხეულზე გახეთქილი სამკაულები, ნათესავების ცრურწმენა "ხედავ რა ჯადო გაუკეთეს ბავშვს ". რისიც არ მჯერა , ორჯერ მთვრალი "იდიოტების" დაჯახება. თავის ტვინის შერყევა.... ეს მცირე ჩამონათვალია რაც წინა წელმა მოიტანა.(დანარჩენების დაწერის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ) ისე ჩემთვის მაინც სულერთია.......რაც არ უნდა იყოს...
სულ ვფიქრობ ხოლმე, ვინ იცის, როგორ გადავიტანე ეს ყველაფერი...
მინდა ვიყო უდარდელი, კონკრეტული და უფრო ცივი, გონებისმირ გადაწვეტილებებს დავემორჩილებოდი და არა ჩემს ემოციებს...შეიძლებოდა ასე უკეთესად მეცხოვრა....
ადამიანებზე აღარ მეფიქრა ...
საახალწლო სამზადისი დაიწყო , მე მძინე მარხვაზე ვარ...სიზმარშიც კი გამყვა და იქაც მხოლოდ პურს ვჭამდი..პირველად გამაღვიძა ასე საკუთარმა სიამაყემ...ასეთი სიამაყე დამყვებოდა როცა სანდრომ ფული მიიკლო და მე ერთი რაფაელო მომიტანა ვიცი გიყვარსო ...არადა ემოცია ვერ დავმალე ....საკუთარ თავისთვის არ გაიმეტა ....ის ,ხომ ძალიან პატარაა მაგისთვის....ცრემლები მომერია....
ზოგჯერ, ზედმეტად პატივმოყვარე ვარ , ვერ ვპატიობ დღეებს , რომ დღითი დღე საკუთარი თავისთვის შეუფერებელი ხდება...ყველაფერი რაც მე მიყვარს თუ მიყვარდა უფერულდება...იქნება უშემოდგომობის ბრალია ?...არ ვიცი , მართლა თუმცა სულერთია უკვე...
ხანდახან მგონია,რომ ყველაფერი ჩემი შეუნიღბავი გულახდილობის ბრალია...ჯობია მოვირგო ნიღაბი თუნდაც დროებით და იქნებ წინასადღესასწაულოც....მერე კი, იქნებ შევეჩვიო ამ ბიღაბს და მხოლოდ ძილს წინ მოვიხსნა, როცა საკუთარ თავთან მარტო დავრჩები....
ბოლოს აღარ მახსოვს , როდის იყო სულერეთი .....დღეს ასეა...და მინდა გულგრილი, ეგოისტი და უგულო ვიყო... მაშინ ახალ წელს გულგრილად ავიტანდი......

იქნება ჯობია საერთოდ არაფერზე ვიფიქრო , იქნებაც და ფიქრია ჩემი უბედურების საწყისი...მაგრამ დღეს ეს უსარგებლო, უფერული და ცარიელი ფიქრები ვერ მოვიშორე

Комментарии

magdalena написал(а)…
lamazi.sevdiani da racmtavaria gulwrpeli..momewona :)gaixare :))
Dato trapaidze написал(а)…
მდაა აი რას იწვევს თავის დროზე ყვითელი ფოთლების, ფაფუკი თოვლის და აფეთქებული კვირტის არარსებობა.
ნიღბის მორგებას არ გირჩევ. სულ მალე ვერ მიხვდები რომელია ნიღაბი და რომელი შენი "მე".
ახალ წელს კყოველთვის უნდა ელოდე სასწაულს. ახლა მითუმეტეს სასწაულების თვეა. რა იცი, იქნებ ფანჯარასთან სწორედ მაშინ ჩამოიაროს ნატვრების შემგროვებელმა და აგიხდინოს. ასე რომ ფრთხილად იყავი სურვილების ჩაფიქრებისას ;)
კოპალა написал(а)…
madlobt magdalena :)))))
კოპალა написал(а)…
ხოო. არა მაგას დრო არ უნდა დატო შემოდგომას მიყვება , როცა სიცივე იწყებს ჩვენში შემოსვლას ...
სასწაულების თვეა?ვისთვის როგორ :)
გაიხარე ისე ვეცდები ფრთხილად ვიყო არადა ნატვრა ისევ ის მაქვს არ შემოცვლია ....:)
Dato trapaidze написал(а)…
:) სასწალების დროა ყველასთვის, ზოგს მცირე სასწაული ეწვევა, ზოგს დიდი, ზოგიც ვერ ამჩნევს და ამბობს არ მომხდარაო, ზოგსაც ჯერ კიდევ ელოდება.
Unknown написал(а)…
შორს ნიღაბი, თუნდაც დროებითი.
როცა ნიღაბს ატარებ შენ აღარ ხარ შენ. ანუ შენ აღარ ხარ უნიკალური :)
ყველა ადამიანი უნიკალურია მანამ სანამ რამე ნიღაბს არ მოირგებს
კოპალა написал(а)…
თუ ამაშია ჩემი მთელი უნიკალურობა ვეცდები ასეთად დავრჩე :))))))გაიხარე სულხან :)
კოპალა написал(а)…
Этот комментарий был удален автором.
Galaxy6139 написал(а)…
really nice picture but I can't read the content... Why don't you try with bilingual style ^^
vasasi написал(а)…
agar shemidzlia meti...


;(
კოპალა написал(а)…
Galaxy6139 it is only picture , and i like it nothing more. i cant translate it sorry :)))

vasasi gamagrdi :D:D:D:D:
Unknown написал(а)…
პირველად არ შემიძლია არ ავღნიშნო ძალიან კარგი დიზაინი ბლოგის :)

ფიქრი ხანდახან დამღლელია მაგრამ მგონია როცა ფიქრი შემიძლია ზუსტად მაშინ ვარსებობ და სასწაულების თვეა მეც ასე მჯერა
კოპალა написал(а)…
xissunianisaxli :) mixaria tu dizaini mogewona mec momwons :)sheni blogi shevatvaliere da mec momewona :)zrdilobis gulisvis ar vambob :)
tves rac Sheexeba imedia saswaulebs moitans :))))

Популярные сообщения