Une vie d'amour

ბევრი რამ არ ვიცი, ან სიმღერაზე გარდა იმისა, რომ მიშელ ლეგრანის ეს უკვდავი მუსიკა  შერბურგის ქოლგების საუნდრეკია. 1955 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი “მიყვარს პარიზი”, რომელიც ინსტრუმენტული მუსიკის ალბომებს შორის, მოგვიანებით, ბესტსელერად იქცა. 50-იან წლებშივე იწყებს ჰოლივუდის ფილმებისთვის მუსიკის შექმნას და ძალიან მალე ხდება პოპულარული. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები “შერბურგის ქოლგები” გახლავთ (1964წ). თუმცა, საოცარი რეზონანსი მოიპოვა ლეგრანის მუსიკით ფილმებმა - “ლოლა”, “ჩემი ცხოვრებალეგრანი.იმ ფილმების რიცხვი, რომლებისთვისაც მიშელ ლეგრანმა მუსიკა დაწერა, 300-ს აღემატება. ის ერთადერთი კომპოზიტორია, რომელსაც კინომუსიკისთვის 3 ოსკარი, 5 გრემი და 12 ოქროს გლობუსი გადაეცა.

შერბურგის ქოლგების მსუბუქი და ამავდროულად შთამბაჯდავი მელოდია წლებია თან დამყვება. და მიუხედავად იმისა რომ ორი სიტყვების გარჩევა არ შემიძლია ისე მაღელვებს რომ სხეულის ყველა ნაწილი მიცახცახებს და მისამღერზე  სუნთქვაც მეკვრება. ფილმიც მარადიულ სიყვარულზეა, , სადაც მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი კეტრინ დენევა ასრულებს...რომლის სახელი ამ მუიზიკლის შემდეგ დაუვიწყარი გახდა ფრანგულ კინომატოგრაფიაში.. 

......... Une vie d'amour---უკვდავ სიყვარულს ნიშნავს.ხოდა შესაძლოა უკვდავ სიყვარულზე ასე გემღერებოდეს, არ ვიცი....

Комментарии

ალექსანდრო.. написал(а)…
makankalebs ..
miyvars..
:wub:

Популярные сообщения