მარტი და წითელი ბერეტი

 

მშვენიერი გაზაფხული დაიწყო ...გაზაფხული ძალიან მიყვარს, დღეს ვთქვი , რომ გაზაფხულზე წარუმატებლობაც კი არ მაშინებს და მართლაც ასეა. .. საწუწუნოდ არც მაქვს საქმე. მაგისტრატურას მოვრჩი და ორი დღეა, რომ ვაცნობიერებ ინგლისურის გარდა არაფერი მაქვს სხვა სასწავლი აღარ მჯერა :) კიდევ მინდა ვისწავლო ოღონდ..... აქ მეტი აღარ. ხო 11-12 თბილისში სემინარზე მივდივარ((ინკლუზიური თემატიკა და უნარშეზღუდულ ბავშვთა უფლებები) და მიხარია 10 თვეა არანაირ სემინარზე აღარ წავსულვარ ..

ესეც ერთი პოზიტივი გაზაფხულის პირველივე დღეს...

მეორეც ისე მომინდა ყველაფერი მუქი გამეცვალა ფერადში და შევწუხდი მუქი ფერის ტანსაცმელი რომ მეცვა ... გავითვალისწინებ. წითელი ბერეტი ისე მინდოდა  :)

მესამეც უგემრიელიესი ყავა მივირთვი შუადღეზე ასევე მშვიდ და მზიან ადგილას ...ხოდა გემრიელი ყავის დალევის  პროცესში სად იყო და სად არა ისეთმა ბიჭმა ჩამიარა მეგონა fashin tv უყურებდი, და მისამართი შეეშალა :D ასე გამოვნებით ჩაცმული არსება დიდი ხანია ბათუმის სინამდვილეში არ დამინახია :Dმისი შემხედვარე ჩემი დაქალი პირდაღებული იყურებოდა  :D მე, კი მაგრად ვიხალისე და ასეთივე თბილმზიანი ენერგიით დავბრუნდი სამსახურში ........ ეს ფაქტი ერთი მოტივით მახარებს :) 

მეოთხე ნარცისების  დანახვა ისე გამიხარდა ვითომ , დიდი ხნის უნახავი მეგობარი დავინახე გასაყიდად გამოტანილი:D :D მერე ვიყიდი მინდა ოთახი ნარცისებით ავავსო, სულ ორი  სახის ყვავილი მიყვარს ერთ-ერთი ეგ არის.

მეხუთე ის , რომ დღეს მშვენიერ ხასიათზე ვიყავი........... არც ყვითელი ვიყავი და არც წითეილ ბერეტი მეხურე მაგრამ მაინც... 2 წელზე  მეტი იქნება არანაირი საჭმელი არ გამიკეთებია, შეთბობას თუ არ ჩავთვლით :D , რაც თბილისიდან გადმოვსახლდი მას შემდეგ და  მშობლებთან ვცხოვრობ სამზარეულო და სხვა უამრავი რამ დედაჩემს "ჩავაბარე" უფრო სწორად მისი იყო და თავი არ გამომიდია...ხოდა დღეს პირველად  ისე მომინდა რაღაც მეკულინარებისავით და ჩამეწვა-ჩამეხრაკა საჭმელი, ლამის  სამსახური მივატოვე საჭმელის მოზადების მოტივით,  :))))

მეექვსე ის რომ ნატალიას რაღაც გაუხარდა და ის მეც გამიხარდა

მეშვიდე ის, რომ ჩემი დაქალი თავის შეყვარებულს შეურიგდა, რომელსაც წინა ღამით ეჩხუბა :D :D 

მერვე ის, რომ ჩემი მანქანა ნერვებს აღარ მიშლის:) რაქნას სადაც მინდა იქ კი მივყავარ :D :D :D კიდევ ის, რომ ეს ქალი მგავს :)))

მეცხრე  ის, რომ მეორე სამსახურს ვეძებ პარაკელურ რეჟიმში, თუმცა რამდენად შესაძლებელია მაგაზე არ მინდა ვიფიქრო  :)

მეათე , ის, რომ არსებობენ ადამენიბი ვისაც უყვარვარ და ეს მიხარია, და ამ სიტყვის გაგონება დღემდე სიხარულით მავსებს, ალბათ დავიმსახურე :))) 

მეთერთმეტე ის რომ  ლონდონში წასვლის პერსპექტივა მელამდება ....

მეტორმეტე ის რომ ვიცი ყველაფერი ასე უკეთესად არის, ვიდრე იყო 

მეცამეტე ის, რომ არც ისე თარსი რიცხვია ეს ცამეტი და საღამოს ინგლისურის ლექციის მერე, ორი ყლუპი მარტინი მოვსვი  ....... 

და მეთოთხმეტე ის, რომ ყველაფერი და ყველა მიყვარს დღეს და ეს რიცხვი 14  უფრო....მიხარია რომ გაზაფხული დაიწყო...

14 საფუძვიანი მოტივი სიხარულისთვის ......

Комментарии

ნან написал(а)…
14 მიზეზი სიხარულისთვის?? მაგარია! ცოტა გამოიზოგე. :)))

პ.ს. მე თმა შევიჭერი და როდის უნდა მითხრა, რამ მოგრად მიხდება? :D :D მომენატრე
კოპალა написал(а)…
ვერ გამოვიზოგებ ნან :))) აქამდე რაც გამოვიზოგე მეყოფა ახლა სულ უფრო მეტი და მეტი მინდა :)

პ.ს. ჰე მჯერა რომ მაგრად მოგიხდება, მეც მომენატრე ხოდა გინახულებ მალე :))))
კოპალა написал(а)…
Этот комментарий был удален автором.

Популярные сообщения