დამალული ოქროს თევზი მჭირდება


მას შემდეგ, რაც ბებია გარდაიცვალა და ძილის წინ არავინ მიყვება ზღაპრებს, ვცდილობ რომ მე გამოვიგონო ისინი. ფანტაზია და წარმოსახვა ოცნებებად გადამექცა,ეს ოცნებება ისეთი წარმტაცია, რომ უფრო და უფრო იხვეწება და მეც უფრო მეტი სურვილი მიჩდება რომელიმე მათგანი რეალობად ვაქციო. მერე კი ასეთ ოცნებებში მეძინება და მეორე დღიდან ისევ დავიდან ვიწყებ ოცნებას.ეს ოცნება კი ისე მიხმობს თავისკენ, ვწვები იმ მოტივით რომ დასვენება მჯირდება. არადა ვხედავ სული კარებიდან გადის და მე მტოვებს ოთახში...ეს სული და ოცნება ქრება,მე ვწევარ და ველოდები ძილს და ოცნებიდან დაბრუნებულ სულს.
რამდენიმე დღეში დაბადების დღე მაქვს...არ ვიცი ეს ჯანდაბა საფრანგეთი ასე რატომ მაქვს ამოჩემებული მთელი ცხოვრებაა,მაგრამ წავიდოდი . ხან მარტო მინდა წავლა ხანაც არა. მაგრამ ჩემს დაბადების დღეზე მინდა თავი შევაფარო წვიმიან პარიზს და მერე ქოლგას. როგორც ყველა სხვა დღესასწაული მაინდამაინც არ მიყვარს. ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვსო, მაგრამ ეგ მგონი გულს ამშიდებს მარტო.ერთი წელი მომემატება მალე. ჩვეულებრივი დღე მირჩევნია ლამაზი , თბილი და მზიანი. ასეთ დღეებზე შინაგანად დაძაბულობა დამყვება, ადგომა არ მინდა ხოლმე საწოლიდან. მე ევპასუხობ ტელეფონის ზარებს ,სმს-ებს. და დღის ბოლოს ვაცნობიერებ ერთ რაღაცას დროს ვკარგავ უფრო სწორად ეგ დრო ხელიდან მისხდება და მიხწეული არაფერზე მაქვს. ადამიანებს ცვლის დრო, ალბათ მეც, მეგობარი მწერს სად გაქრა ის ხალსიანი გოგონა წითლებშიო? არ ვიცი სად გაქრა მაგრამ აღარ არსებობს, ან იქნებ ისეთი არავის ვჭირდებოდი და იმიტომ.პირობა დაუდე დავბრუნდებითქო მაგრამ არ ვიცი, მას შემდეგ რაც უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობა გადმოდის ჩემზე ძნელია უდარდელი იყო. მაგრამ ამასაც მოვახერხებ. ჩვეულებრივი დღები კი იმიტომ მიყვარს დღესასწაულთან ახლოსაა ...........
ჯიუტად მჯერა, იცი რას ვიზამ დამალულ ოქროს თევზს ვიპოვი, რომ ყველა ნატვრა ავიხდინო ., მანამდე კი წითელ ბერეტს ვიყიდი.წითელ ქუდას გაგრძელაბას არა მაგრამ ,ახალი ცხოვრების დაწყებას ვაპირებ წითელი ქუდით.

Комментарии

vasasi написал(а)…
შენც წახვალ პარიზში როდესმე და მეც წავალ მილანში..

მარტო სიტყვა ”მილანის” გაგონებაზეც კი ჟრუანტელი მივლის..
როგრო შეიძლება იქ არ წავიდე?..

:)

წინასწწრ გილოცავ დაბ. დღეს.. :)
კოპალა написал(а)…
ჩვენ წავალთ :))))მეც ასე მჭირს, მაგრამ ახლა ყველგან წავიდოდი :)))))
გაიხარე ვასასი :*****

Популярные сообщения