გიხაროდენ ....



მიყვარს აღდგომის დადგომამდე ბოლო სამი დღე რასაც ძირითადად ტაძარში ვატარებ.განსაკუთრებით უფლის ჯვრიდან გარდამოხსნის ლოცვა მიყვარს რომელიც პარასკევს ღამის 4 საათზე იწყება, ამ ლოცვას ყოველთვიც ცოტა ხალხი ესწრება... არ ვიცი რატომ მაგრამ უკვე ჩვეულებად მექცია ამ ლოცვაზე დასწრება და ყველა მათგანზე ზიარაბა მაქვს მიღებული. წლევანდელის გარდა :( არადა რელიგიაზე წერა საერთოდაც არამართებულად მიმაჩნია. და საერთოდაც ორ რამეზე ალბათ არ ლაპარაკობენ . პირად ინტიმზე და საკუთარ რწმენაზე. მე ასე მგონია, ერთადერთი იმის თქმა მინდოდა რომ ამ ლოცვის დროს ადამიანების თვალების ყურება მიყვარს, ზოგიერს ცრემლი აქვს მომდგარი თავალზე, ამ დღეს ადამიანთა სახეზე სინანულიც მკვეთრია და სიყვარულიც, ძალიან ლამაზი საყურებელია...ფოტოებია გადაღება ძალიან მინდოდა, მაგრამ ...
თავდახრილი ხალხი...რომელეთაც სჭერა...რომელთაც უყვართ... და რომელთა ლოცვაც ასე წრფელია... არ ვიცი, რატომ მაგრამ ყველზე მეტად ამ დღეს მეტირება მეც...იქნებ იმიტომ რომ,გულახდილობაა ირგვლივ და მე არც არაფერი მაქვს დასამალავი...
ასეთი განცდა კიდევ ერთ ადგილზე მემართება , დედათა მონასტერში მამა გაბრიელის საფლავთან, როცა იქ ვარ სულ მგონია რომ ყველაზე ახლოს ვარ ღმერთთან...
მერე , სააღადგომო კვერცხებს ვგებავ... და ვემზადები ვიზეიმო ორი რამ, რომ უფალი აღსდგა და , რომ ბოროტებზე სიკეთემ გაიმარჯვა...
ქრისტე აღსდგა !

Комментарии

vasasi написал(а)…
ჭეშმარიტად აღსდგა!...

მეც ეს კვირა ტაძრის გარეთ გავატარე, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ლიტანიობაზე მაინც წავედი.. :)
Unknown написал(а)…
ჭეშმარიტად!

მე კიდევ, ეკლესიაში ეს დღეები არ შევსულვარ, ისე კი, ტაძარში მეც განსაკუთრებულად ვგრძნობ თავს.
ნათი, კარგი იყო.

Популярные сообщения