დაბადება

არ ვწერ
რაც დავწერე ყველაფერი წავშალე,
უბრალოდ, ბოროტებაზე წერა არ მიყვარს
ხოდა ახლა ერთი ლექსი ვიპოვე , ახლობელივით გამიხარდა მისი წაკითხვა.



დაბადება
და ყველაფერი მოხდა.

მე გავყიდე სახლი,
რომელშიც ცხოვრობდა ლოკოკინა,
გავყიდე ქუჩა,
რომელზეც წვიმდა ხოლმე,
შემდეგ გავყიდე ქალი,
რომელიც ხატავდა ცას
და გავყიდე ცა,
რომელიც დუმდა, როცა ვყიდიდი მას..

და ყველაფერი მოხდა.

მე გავყიდე საკუთარი სახელი და გვარი,
რადგან არ იყვნენ ჩემთან,
გავყიდე ტვინი,
რომელიც ნაადრევად დაბერდა,
შემდეგ გავყიდე მზერა,
რადგან მაინც გაიყიდებოდა ოდესმე
და გავყიდე ფიქრი.
განსაკუთრებით დაბალ ფასში – ეს უკანასკნელი.

და ყველაფერი მოხდა.

მე გავყიდე საკუთარი ხმა,
უფრო კი გავაჩუქე, რადგან მყიდველი არ გამოჩნდა,
გავყიდე ჩემი იმედები
და ასევე ჩემზე დამყარებული სხვისი იმედებიც გავყიდე,
შემდეგ გავყიდე ღიმილი,
რადგან უქმად იდო, უშნო სუვენირივით
და გავყიდე რომანტიზმიც,
მეორადი ნივთების მაღაზიაში.

და ყველაფერი მოხდა.

მე გავყიდე ყველაფერი ის,
რაც მოხდა,
რაც ხდებოდა და მოხდებოდა ოდესმე მაინც
და ბოლოს, როცა აღარაფერი დამრჩა გასაყიდი,
გასაჩუქებელი და გადასაგდები,
დავჯექი ცარიელი ოთახის კუთხეში
და ვთქვი:

დე იქმნას ნათელი..


ხვიარა

Комментарии

Lalena написал(а)…
ლამაზი ლექსია :)
კოპალა написал(а)…
lamazi ar vici lalena , magram gayidvaze da galatzea mgoni ufro, ndobis da imedis gacruebazec, da cota meti sasowarkvetaa, sadgac bediswerac ilandeba. CemSi emocia gamoiwvia
Dato trapaidze написал(а)…
ასეთო ბლოგი შეგირჩიეთ კონკურსის საფუძველზე. ბლოგი ითხოვს პოზიტივს. აღარ გინდა ნაცრისფერიიი.. მოგვეცით ცისარტყელააა :)

Популярные сообщения