წითელი ჩემოდანი


ერთი სული მაქვს ბარგს როდის ჩავალაგებ.
გიმოგზაურიათ თქვენი ოცნების ქალაქში---მე, არა!
ხოდა ცოტა ხანში მივდივარ. მივდივარ მარტო და სურვილიც არ მაქვს ვინმე მომყვებოდეს. არდა მარტო მგზავრობა დიდად არ მხიბლავს, არც გულახდილი საუბარის ხასიათზე ვარ. მარტო მინდა ყოფნა. გავყურებ ჩაულაგებელ სამგზავრო ჩანთას და ვფიქრობ პირველი რა ჩავაწყო
მოგონება, თუ ტანსაცმელი
ვისაც ოდესმის თვითფრონავის ფანჯარასთან შეხვედრია ბილეთი, იცის რა გრძნობაა აფრენა, როცა ცილდები მიწას და ჰარში ხარ გამოკიდული, მასეთ დროს სულ მგონია რომ ცუდად მოვიქეცი, ყველა მგზავრობის დაწყების წინ ვნანობ გამგზავრება რომ გადავწყვიტე. როცა საკუთარ წითელ ბორბლებიან ჩემოდანს გავყურებს სულ სევდა მიპყრობს , მახსენდება ეპიზოდები, რაც დავკარგე და ის შიში ძარღვებში, რომ გამიჯდება, ქვეცნობიერად ვემშვიდობები ყველაფერს.
მგზავრობას სხვანაირი განყობა ახასითებს, მაშინ ყველაზე უფრო ვარ მე მე, და მაშინ ყველაზე მეტად მინდება ლაპარაკი მასთან . გაჰყურებ პატარა ფანჯრიდან ქვემოთ დარჩენილ სამყაროს, და ისედაც მარტოს თავი ჰაერში გამოკიდული …არარაობა მგონია.
ვიმიზეზებ დაღლას და მიჩნდება მცდელობა დაძინების, ეს კიდეც უფრო სხვა გაფრენას გავს საკუთარ ფიქრებში. გარბიან კადრები არეული ქრონოლოგიით თავში.
რეალური შანსი მქონდა წავსულიყავი, არც ისე დიდი ხნის წინ, მაგრამ მე მე ვარ და მე არ ვიყიდები,და არც ჩემი ოცნებები იყიდებიან.
ამიტომაც, ახლა მალე ჩავალეგებ ბარგს
გაუყიდავ ოცნებებს,მაგრამ ფასდაკარგულს ,და აუხდეენ ნატვრებს ხელს დავავლებ და წავალ....
მერე, კი მახსოვრობა აფრენისას გულზე რომ დამაწვება
დაფრენისას არ ვიცი რას მიზამს...
ბოლოს საკუთარ თავს ვკითხავ ..ეს ის არის რასაც ნატრობდი ?

Комментарии

vasasi написал(а)…
sad mifrinav?
კოპალა написал(а)…
წასვლის წინ გავამხელ მაგას ვასას დავიტოვებ რაღასაც ჩემთვის, :)) თუ არ გამობრადზები :))))
Dato trapaidze написал(а)…
სანამ შენ თვითონ არ მოგბეზრდება ბალასტის ტარება (რაგინდ რომანტიულიც და მუზის ამრძვრელი არ უნდა გეჩვენოს ამ მომენტში) მანამ ვერც წვიმაში დალეული ყავა გაგიმხელს მის გემოს და ვერც ოცნების ქალაქი მიგიღებს ისეთს როგორიც გინდა რომ იყო.
vasasi написал(а)…
არა, არ გიბრაზდები..

ველოდები დროს, როცა ამის გაგების საშუალება მექნება.. :))

Популярные сообщения