შეზღუდული შესაძლებლობა და ინვალიდის სავარძელი



მოკლედ უნდა ვწერო, დღეს გადაღება მქონდა და ხვალისთვის გადაიდო,ხოდა ვზივარ ახლა სამსახურში , და ალბათ არ გაგიკივირდებათ თუ გეტყვით ვსვამ , მესამე ჭიქა ყავას.
და ახლა არაფერზე ფიქრის არ უღებ ბოლოს გარდა ერთისა…. . .
ადამიანებს ხშირად ეჩვენებათ რომ უყვართ ესე თუ ის ადამიანი , მერე კი დრო გადის და პასუხი უარყოფითია, ..
ხოდა ახლა ვატარებ ჩემი გრძნობის ტესტირებას
კითხვა ასეთია
- მეყვარებოდა თუ არა მე ის ინვალიდის სავარძელში?
რთული კითხვებია , არ ვიცი , იქნება მშრალი ფაქტებით ლაპარაკი ადვილია.
ერთხელ ერთ ბლოგერს მივწერე, თავის გამოგონებულ პერსონაჟზე რაღაცა და უთხარი ხომ ხედავ შენც როგორ ძლიერ უყვარხართქო. და მიპასუხა კარგი მოვიტეხავ მაშინ ფეხს და ხელს და ვნახოთ თუ მომივლისო ? მაშინ ბევრ რამეზე დავფიქრდი.

მანამდე კი თბილისში სემინარს ვესწებოდი სადაც უნარ დაქვეითებულ ადამიანთა გაშუქების პრობლემატიკას გავეცანი,
ტრენინგის დროს თვალები ავიკარი , ძნელი გრძნობაა როცა გარშემო არაფერს არ აქვს ფერი, როცა ყველაფერი შავია,,,გაურკვევლად მივაგენი გზას, მხოლოდ ხმები მესმოდა .მივედი დაფასთან სადაც რაღაცა უნდა დამეწერა ასე თვალაკრულს, და ვერეფერი დავწერე გარდა იმისა რომ მომინდა ყველასთვის მეთქვა, მე თქვენ მიყვარხართ .
ორი დღის წინ კი ანია გოგუაძეს ფოტო გამოფენა მოეწყო ბათუმში, ეს ერთგვარი გზავნილი დოგმატური სტერეოტიპების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოდა მაშინ ინვალიდის სავარძელში ჩავჯექი, და ჩემ თავს ბევრი კითხა დაუსვი,მეგობარსაც შევთავაზე და არა მე არ შემიძლიაო, არადა შეუძლებელიც რაა.

მოდი რა ერთხელ მაინც აიხვიეთ თვალები, რომ გაიგოთ რას გრძნობენ უსინათლოები, რომლებსაც არასოდეს უნახათ ზღვა, ცა და საყვარელი ადამიანები
ერთხელ მაინც დაიხშვეთ ყურები და განიცადეთ სრული უხმაურობა, როც ვერ გაიგებთ დილით ბუნების გაღვიძების ხმას,
ერთხელ თქვენც გაბედეთ და ჩაჯდეთ ინვალიდის სავარძელში. წააწყდებით უამრავ პრობლემებს იმისთვის რომ გადაადგილდეთ, თუნდაც ახლო მანძილზე,
ერთხელ მაინც დაემსაგავსეთ მათ, რომ გაიგოთ რელურად რას გრძნობენ ისინი
თან როცა მათ უფლებებს პრესა, საზოგადეობა და კიდეც მე და შენ ვარღვევთ
და კიდევ მე პასუხი გავეცი კითხვაზე,
მე ის მეყვარებოდა!

Комментарии

ჯორჯ პაიკი написал(а)…
ცოტა ხნის წინ ახლობელი მელაპარაკებოდა თავის უსინათლო ნათესავზე, რომელიც თურმე ფილმს რთავს და "უყურებს". საშინელებაა.
კოპალა написал(а)…
gamixarda sheni komentari dedeoflis bedneierbsiTvsi mebrdolo :))
rac sheexeba filmis yurebas,gulze momxvda, rtuli ambavia....:(
Анонимный написал(а)…
გეყვარებოდა თუ უბრალოდ შეგეცოდებოდა?
კოპალა написал(а)…
sibraluli iwvevs imas , rom mzruvneli xdebi vinmes mimarT. tumce eg siyvaruli ar aris,
ara m e y v a r e b o d a
Анонимный написал(а)…
mikvarxar nati
კოპალა написал(а)…
mec ....
p.s saxeli rom megewera , ufro metad meyvarebodi :D
Lalena написал(а)…
ზუსტად ვიცი, რომ ვცდი, არ ვიცი რა დასკვნამდე მივალ, მაგრამ მე ვცდი – ავიხვევ თვალებს!
კოპალა написал(а)…
დასკვნამდე აუცილებლად მიხვალ ელენ, აუცილებლად, ასე, რომ სცადე .

Популярные сообщения