ესეც ჩემი პარიზი


სერია მეორე
წერილი ნანას, რომელიც ახლა სძინავს :))))))

მოვედი . შორიდანვე შეგამჩნიე ჰოლში იჯექი და კლავიატურას აჩხაკუნებდი, და სვამდი სავარაუდოდ უშაქრო ყავას , სასტუმროს მინის ვერანდა აქვს, და გარედან ჩანდი , არ გეტყობოდა , რომ მელოდებოდი,ვერც შემამჩნია რაღაცას "გამწარებული" წერდი, მე კიდევ არ მიყვარს წერაში ხელს , რომ გიშლი, არადა რამდენჯერ ჩემდა უნებურად შეგაწყვეტინე ,
დამღლელი იყო მგზავრობა , მაგრამ ამ დღეს იმდენი წელი ველოდი, უმადური ვიქნებოდი დაღლა რომ მეხსენებინა, აქ ყველაფერი ლამაზია არა ?
კარგია, რომ დაგიჯერე და აქ გავჩერდით არც ისე ძვირია, მე რატომღაც ცენტრში უფრო მინდოდა, მაგრამ აქ ისეთი ლამაზი და პატარა ქვაფნილიანი ქუჩებია, გამოფენილი ნახატები და რაც მთავარია ჩემი მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია ფანჯრიდან ეიფელის კოშკი ჩანს.
შენ ,რომ დაგეძინა წვიმამ დაიწყო, და ეს დაუჯერებელი მეჩვენა, ხომ იცი ჩემი ოცნების პარიზი სულ წვიმიანი იყო, ფანჯარის რაფაზე ვიჯექი და საქართველოზე ვფიქრობდი, ბევრი არავინ მყავს მაგრამ მაინც. ჩვენს ფანჯრის წინ კი არ ვიცი შეამჩნიე თუ არა პატარა კაფეა აი ისეთი ,ოცნებებში წარმოვიდგენდი,ხის და მწვანე და იისფერი ფერებშია გაწყობილი, ეს ფერები ერთმანეთს ასე თუ უხდებოდა არ ვიცოდი,
წვიმდა შენ გაღვიძება არ მინდოდა...
ჩავიცვი ჩემი წითელი წკაპუნები, მოვიხურე თხელი შიფონის ფერედი შარფი და აქვე შორიახლოს სახეტიალოდ გავედი, ქოლგა არ წამიღია , არადა აქ თურმე რომ გაწვიმდება ქუჩებში ყიდან ქოლგებს 2ევრო ღირს.შემენანა ეს წვიმა ქოლგისთვის,
ჩვენ სადაც გავჩერთით იმ შენობის უკან ერთმანეთის მიყოლებით ყოფილა მაღაზიები ჩამწკრივებილი, იმდენი რამე მომეწონა, ნამდვილი ტურსიტივით ვიყავი მიკრული მაღაზის ვირტრინებს, პატარა ქუჩის ბოლოს მუზეუმია , დაკეტილი იყო ხვალ რომ გარეთ გავალთ აქედან დავიწყოთ.
მარტო დარჩენილი ვითვლიდი,რამდენი დღე გვაქვს წინ და რამდენი გეგმა, ძნელი იქნება ყველაფერის განხორცილება,შენ თუ ასე დაგეზარება გარეთ გავლა და ცივ და სუსხიან ბერლინზე იფიქრებ ...ახლა თავზე დაგადექი, გატყობა გაგიხარდა, რომ დამინახე, ვიცი გაუფრთხილებლად არ უნდა წავსულიყავი და ვერც ის მოვიფიქრე შენთვის წერილი დამეტოვებია, სამაგიეროდ ძალიან გემრიელი შოკოლადის კრუასანები წამოგიღე, იისფერი კაფედან.იქ მკითხეს საიდან ხარო, გამომკითხეს საქართვეოს ამბები ხვალ საუზმეზეც იქ გადავიდეთ...
ახლა ვკითხულობ შენს პოსტს, არ მეძინება დავჯდები და გიპასუხებ.
ფრანგული ენის სწავლაზე ძალიან ადრე ჩავიქნიე ხელი როცა დამღალა პ ჟ ღ -ებმა :))),მაგრამ დღეს იცი რა მივხდი, აქ თუ ვიცხოვრებ ამ ენასაც შევეჩვევი ,რამდენიმე სიტყვა უკვე ვისწავლე,და ფრანგულიად მარტო მადლობა ,ბოდიში გამარჯობა ნახვამდის და მე შენ მიყვარხარ ვიცი არ მითხრა ახლა საკმარისი არ არისო.წითელი ბერეტი კი აქ უნდა ვიყიდო. როგორც სიმბოლო სხვანაირად ცხოვრების. შეყვარებული მკითხე? სულ არა , მაგრამ როცა ვარ მაშინ ბოლომდე მიყვარს და ხელის გაშვება მიძნელდება, ახლაც მახსენდება ხოლმე, ხანდახან...თუმცა (აქაც მრავალ წერტილია, მრავალია მაგრამ წერტილი და არასოდეს იქცევა მძიმედ)
აქ , რომ მეცხოვრა ალბათ მართლაც მეყოლებოდა ფრანგი შეყვარებული უცხო სახელით. დახვეწილი ფროფილით,ჩემზე ღია ფერის კანითა და თმით, და არასოდეს არ მეტყოდა საშინელ ტყუილებს არ ითამაშებდა ორმაგან თამაშს და ალბათ ბედნიერიც ვიქნებოდი, მაგრამ ასე არ არის...
სულ ამ ქალაქში , რომ მეცხოვრა დილას რძიანი ყავითა და ფრანგული ცისფერი ყველით დავიწყებდი, ვიცეკვებდი წვიმაში. მართალი ხარ აქაც მეყვარებოდა თეთრი , შავი და სისხლისფერი ტანსაცმელი.ატლასის ზეწრებში ძილი და ღიმილით გავიღვიძებდი.
მე პარიზის შემოდგომა მიყვარს.
ჩემთან კითხვის ნიშანის გარეშე ძნელია ?! არ ვიცი ნან იქნებ ძნელია, მე კი ყველა ჩემს პირად კითხვას გავეცი პასუხი. რაზეც პასუხი არ მაქვს იმაზე დრო მიპასუხებს, შეცდომა მაინც შეცდომად დარჩება, რეალობა განაპირობებს სიმართლეს, რადგან ფაქტები დროში ვეღარ ტყუიან.
აბ მლოგმა წარსულში დამაბრუნა , მე კი წარსულში მოგზაურობა არ მიყვარს,
იცი აქ ნადიას მეძახიან. ჯერ ვერ ვეგუები...სხვა სახელს და მის გარეშე სამყაროს...
განა რამეზე უნდა ვიფიქრო ახლა ?როცა არც კი მჯერა
ამდენი შთაბეჯდილება ერთად გაზიარება ძნელი ყოფილა.
მე პარიზში ვარ
ახლა გაგაღვიძებ
და წამო ვიხეტიალოთ ....
პ.ს ეიფორია, რომ გამივლის დეპრესია დამეწყება და პოსტებსაც მერე დავწერ :)))

Комментарии

Taa написал(а)…
Parizshi xetiali mominda :)
კოპალა написал(а)…
თაა, შეგიძლია ჩვენთან ერთად იმოგზაურო :))))))და კეთილი იყოს შენი სტუმრობა ჩემს ბლოგზე :))))
კოპალა написал(а)…
Этот комментарий был удален автором.
cartwheel написал(а)…
http://cartveli.blogspot.com/search/label/პარიზი

es ki Cemi erTkviriani parizia
კოპალა написал(а)…
მადლობა გაიხარეთ. ვნახე თქვენი ბლოგი, და კარგი გიდობას გამიწიას პარიზის ქუჩებში
კიდევ ერთხელ მადლობა :)

Популярные сообщения