საფეხურები

იყო და არა იყო რათი იწყება ზღაპრები.
წერილები მისალმებით.
ახლა არც ერთი გამომადგება და არც მეორე,
ერთი სიტყვა დამრჩა მხოლოდ სათქმელი
თუ ვთქვი, კიდეც კარგად არ მახსოვს,
მახსოვრობა მგელივით არ მაქვს, სასჯელივით ვატარებ და არ შემიძლია ვიყო ცოტათი მაინც მსუბუქი.
დედამიწისთვის მძიმე ვარ, და ჰაერისთვის მჩატე
და შემიძლია გავფრინავდე
ვითვლიდე ჰაერის საფეხურებს
ცამდე თორმეტია კიბე
სიშორის გაზომვა არ შემიძლია
სიშორე ცვალებადია
ხან ძალიან ახლოს ვარ ხან ძალიან შორს
ცამდე კი მანძილი არ იცვლება
თვალების ფერი შევიცვალა
ახლა სამყაროს უფრო მწვანე ფერი აქვს
მაგრამ უფრო წყლიანი
ვიდრე მქონდა ის აქამდე.
თორმეტი საფეხურია ცამდე.
Комментарии
ხან ძალიან ახლოს ვარ ხან ძალიან შორს... ასეა..
ერთი სიტყვა დამრჩა მხოლოდ სათქმელი..
როცა ყველა სიტყვას იტყვი, როცა არაფერი გაქვს სათქმელი და უბრალოდ გინდა ყველაფერი თქვა მაინც და უბრალოდ გაგიგონ ისე, როგორც შენ ფიქრობ.. ხანდახან ყველაფერი რთულდება, თან სასაცილოა, უკვე ათასჯერ გადაღეჭილს, რომ ართულებენ და რატომღაც მხოლოდ ჭკუას გასწავლიან... შენ ყველაზე უკეთ იცი რა გინდა და თუ კი მხოლოდ \12\ საფეხური დარჩა, შეგიძლია იფრინო..
მიყვარხარ.
გამატარეთ რა, გული მერევა.
მიყვარხარ ნათი.
მომწონს რომ ეს ორთავეს მოგვწონს.
ხანდახან არ ეტყი და ესმის, ან იტყვი და სწორად ვერ გაგიგებს....მე მართლა აღარ ვიცი რა მინდა, და განა აუცილებელია ვიცოდე რა მინდა ?
მეც მიყვარხარ თეონა :)))))
comment ça va ?