სიზმარი, დეიდა და მოკალი ბილი

უკვე ვაშტერდები საათს და ვიცი ქვიშის საათივით ფსკერზე ჩავდივარ, მერე ისედაც მბრუნავია დედამიწა და ამობრუნებილი საათებს უკვე დასასრულისთვის გავიყოფ, არ ვიცი რა იქნება.
ლივტით სიარული არ მიყვარს, მაგრამ ვჯდები და ვირჩევ ბოლო სართულს, სიმაღლის მეშინია მაგრავ ვეჩვევი, ისე თითქოს,სისხლში გამჯდარ შიშს ვეჯინები და ტუჩებ მოკუმული თითქმის ვიმარჯვებ. ამ ბოლოს საშინელი სიჯიუტე დამჩემდა და ვდუმვარ.
რისიც მეშინოდა ყველაფერი ამოხდა ძველი სიზმარივით
სიზმარი კი ასეთი იყო-
შავ-თეთრზე მეტი კონტრასტები, და გამოსახულებები იყო უფრო მკვეთრი,
რვა წლის წინ ვნახე სიზმარში,სკალაზე იდგა. ხმა არ გაუცია, ზურგს უკან ვედექი უჩინმაჩინის ქუდივით რადგანაც იმას ვხედავდი , რაც არ უნდა მენეხა წესით


მე ყველაფერი მიხდება რაც სიზმრად ვნახე...
და ჩემი სიზმრები ადამიანივით უცნაურია და საინტერესო
მაგრამ ეტყობა ყალბიც

წუხელ, დეიდაჩემი გავაცილი საფრანგეთში შესაძლოა ამის ბრალია დღევანდელი შეცვლილი ხასიათი, რომელმაც სულ დედის გინების ხასიათზე დამაყენა. მაგრამ ყელიდან არ ამოდის და ასე გინებასულშიჩაბრუნებული დავდივარ დღეს.

ვიხსენებ დეიდაჩემის გამგზავრებას და კოცნას ნახევრად ფრანგულად ანუ ორჯერ ისე ოთხჯერაც კოცნიანო მითხრა, და საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიტანა და დაატრალია სიგიჯის ჯესტის ნიშნად . ორჯერ ჯობიაო და ორჯერ მაკოცა. ქართულ-ფრანგული კოცნის ნაჯვარი იყო ეს კოცნა.

გაქცეულ მატარებლიდან ნასროლს სიტყვებს ბევრჯერ ვიმეორებ ჩემთვის, საკუთარ თავისთვის შთაგონება მჯირდება და ის ვინც მე დამახმარება , მხოლოდ და მხოლოდ ისევ მე ვარ,
-გელოდები პარისში!

ახლა კი სამსახურში ვზივარ...
ცოტა მაქვს დრო. გადაშლილი მაქვს წიგნი რომელსაც როგორც საძილე საშუალებას ისე ვიყენებ.ღამის 3 საათის მერე, იმიტომ რომ ყოველ ღამით ერთი და იგივე დროს მეღვიძება.
ვრთავ მბჟუტავ განათებას, მწვამე აბაჟურიდან მკრთალად ანატებს დაბალი შუქი. ვჯდები წითელ ტახტზე და ვიწყებ კითხვას, არა განათლებისთვის არა , ჩემთვის წიგნს კიდევ ერთი ფუნქცია აქვს. უძილო დრო გამყავს და არაფერზე ფიქრი არ მჭირდება. და ასე გუშინ ვინადირე ცხვრებზე... ხვალ ალბათ, ბატონ ბუზებზე ვიფიქრებ,
ზეგ კი დავწერ ზღაპარს სირაქლემებზე.
ახლა გავალ ტრასაზე სულის მობრუნება მჯირდება. . .
და ვტოვებ რაღაცას . . .


ისინი ყველგან არინ ძირითადათ ჩემს ირგვლივ, ბევრნი და ბოროტნი
რა დასანანია, რომ ხანჯლის ასე ხმარებება არ ვიცი. . .
რაც უფრო არ მარცხდები, მით უფრო მრავლდებიან. . .
და მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები. . .
წავაგებ ?

Комментарии

Dato trapaidze написал(а)…
:) ნათიაა... საფრანგეთში ხალხის გაცილება მავნებელია შენთვისაც და სვისთვისაც :))))
სიზმრებს რაც შეეხება... ზოგჯერ ხდება, ზოგჯერ კი ის გვესიზმრება რაც ჩაგვყვება ხოლმე... ხშირად კი ძნელია გავარჩიოთ რა დაგვესიზმრა... რაც მოხდება ტუ რაზეც ვფიქრობდით.
წიგნს რაც შეეხება, ამას წინათ (გუშხამ) ვიყიდე ერთი წიგნი და მერე მთელი ღამე არ მეძინა იმაზე ფიქრით 20 ლარი რა ჯანდაბაში მოვეცი მეთქი :)
კოპალა написал(а)…
კი, მავნებელია მართლაც.
და დათო 20 ლარი რა წიგნში გადაიხადე ?
Анонимный написал(а)…
მე ყველაფერი მიხდება რაც სიზმრად ვნახე...
და ჩემი სიზმრები ადამიანივით უცნაურია და საინტერესო
მაგრამ ეტყობა ყალბიც.
love you.
Анонимный написал(а)…
სიმბოლურად სჰენზე მორგებული კლიპია.
ამის მიგნებასაც ხომ ნიჭი უნდა. სჰენც ზუსტად ასე იბრდზვი, მარა იმარჯვებ ტუ არა მამაკაცებზე, ვერ გეტყვი.
არა, მარტლა მაგარია
ეგ კლიპი ნანახი მაქვს და არც არაფერი მიფიქრია. გავიგე და ვიფიქრე ბანძია მეთქი
ახლა რომ ვუყურებ
ტურმე რამხელა ფილოსოფიასა
მთელი სჰენი ცხოვრება წარმოვიდგინე (და შეიძლება სხვებისაც)
Анонимный написал(а)…
nu, ras vizamt, agiareba krgia. upro metic sheidzleboda:)
კოპალა написал(а)…
ვიმარჯვებ!!!
ოღონდ ღირსებით, იმიტო რომ არ ვატყუებ ადამიანებს, არ ვთამაშობ მათ გრძნობებზე, არ ვიყენებ მათ კეთილგანწყობას და რაც მთავარია , მე არ ვყიდი ჩემს სიყვარულს ფულზე
განა ეს გამარჯვება არ არის???
ოღონდ,,, აქ კიდევ სხვა ამბავია
Анонимный написал(а)…
me tqven agiarebaze ar vsaubrob...
ar yidit siyvarusl pulze-albat gamarjvebaaa, magram isic xom gesmit, rom rasac ver aketebs puli, imas aketebs upro didi puli.
კოპალა написал(а)…
აქ სულ ერთი ფრაზა მახსენდება"ადამიანი შეძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობოო"
და რაც გაიყიდა- წყალს წაუღია....
ფული თურმე ჯოჯოხეთსაც ანათებს, ოღონდ ჯოჯოხეთის მკვიდრებისთვის ალბათ :)))
კოპალა написал(а)…
აქ სულ ერთი ფრაზა მახსენდება"ადამიანი შეძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობოო"
და რაც გაიყიდა- წყალს წაუღია....
ფული თურმე ჯოჯოხეთსაც ანათებს, ოღონდ ჯოჯოხეთის მკვიდრებისთვის ალბათ :)))

Популярные сообщения