ნარკოზი

ვენა,
ნარკოზი,
სულ ერთი წუთი დარჩა საფიქრად.
მინდა ვიფიქრო,
რაზე?
კარგზე,
ეს წუთიც გაქრა
და ნარკოზმა სული გათიშა.
მცივა.
რამდენიმე ადგილზე გამჭრეს. ყველაფერში იყო გამჯდარი, სისხლიც გადმომისხეს ერთი მეოთხეთი, გულზეც ნახევარი ჩამოჭრეს, შეგრძნების ორგანო გამოყინეს, ნერვის მოსაკლავად სპეციალური ხელსაწყო გამოიყენეს. ექიმის მიერ დამიშნული 6 თვიანი კურსი უშედეგო დარჩა, და ქირურგიული ჩარევაც დამჭირდა.
არაფერი გამიგია ვფიქრობ მარტო ამდენ შრამზე, რომელიც აღარ გადამივა .მძიმე განყობით ვბრუნდები ამ სამყაროში.
თვალს ვახელ და ვხედავ,მხოლოდ სინათლეს და თვალის გახელა არ მინდა,
და ახლა ნარგოზიდან ახალ გამოსული, ვაგდივარ ცივ სხეულზე, მაგიდა რკინის არის, კედლები უფერულია და მოცისფრო, არასოდეს მიყვარდა გახუნებული თეთრში გარდამავალი ცისფერი,
ცივია და მცივა. ერთი ფანჯარაა უჰაერო
ჩანს მხოლოდ ჭერი, და ერთი მბჯუტავი ნათურა, რომელიც არ ანთია.
მესმის ხმები, ვერ ვარჩევ სიტყვებს,
მაინც ვცდილობ ნათქვამი გავიგო და აზრი გამოვიტანო
ვიღაცა თეთრ ხალახში , ფონეიდოსკიპს მადებს ფილტვების მხარეს. "აპარატზე დიდხანს იყო ჩართული" ვის ელაპარაკება ვერ ვხედავ.
სხვა გამოსავალი არ ჩანდა, და ჭიასავით სხვა გზა რომ არ დამრჩა პეპელად ვიქეცი და ერთდღიანი ფრენაც დავიწყე,
ასე ჩვევიაო ნარკოზს...
სხეულში სიცივემ დამიარა და ახლაც ისე მაკლია, როგოც მაშინ,
მაგრამ აღარ მახსოვს ვინ არის. სახელი დამავიწყდა მისი, მხოლოდ ის მახსოვს, რომ მისი შემოკლებით დაძახება მიყვარდა,
მდგომარეობიდან გამოვდივარ და
--ნახვამდის, იცი, მე შენ დაგივიწყე დღეს
ხვალ ,რამდენიმე საფეხური ავივლი.
ამ შემოდგომამაც გამიცრუა ყველა იმედი...
Комментарии
rogor miyvarxar, rom icode.
"მდგომარეობიდან გამოვდივარ და
ნახვამდის. იცი, მე შენ დაგივიწყე დღეს".
ოლ ზი ბესტ,
IG