კადრს მიღმა სხვისი ისტორიაა

ვისაც წამოდგენა არა აქვს რა არის ჟურნალისტიკა, იმათთვის ადვილია განსჯა.
ჯურნალისტი ეს არის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია ჩაცმული ეძინოს, იმიტომ , რომ არ იციან როდის და გირეკავენ და სად მიდიხარ, მე კი ყოველთვის ვფიქრობ პროფესიის არჩევაში არ შევცდი.
ჯურნალისტი ის არის ვინც ყოველთვი მგზვრობის დროს, სხვა რაღაცაზე ფიქრობს, და არა იმაზე რა აქვს გადასაღები, ხშირად ჩემი მძოლისთის მითხოვია, მუსიკა გამოეცვალა. წინ კი ყოველთვის ოპერეტორი ზის მუხლებში ბავშვივით “ჩაჯენილი” კამერით, და შიგა დაშიგ გამოგხედავს უკან, ამ დროს მანძილზე კი შეიძლება გამუდმებით რეკავდეს ტელეფონი, სად ხარ, რამდენ ხანში მოხვალ, რამდენ ხანს , ვინ და ასე შემდეგ. შენ კი ხან გაგვიანდება ხან არა. მერე კი, როდის დაბრუნდები, რადგან ოპერატორი ან მძღოლი სხვა ჟურნალისტს სჭირდება.
გადაღებაზე გასვლის დროს, გზას გავყურებ და სულ მეშინია, მეშინია , რომ სულ ასე გაგრძლედება და მხოლოდ ფანჯრიდან დავინახავ სამყაროს იმ ნაწილს, რომელშიც მე არ ვარ, ან რომელშიც, ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე. ჩამოვიტან სიუჯეტს და გვაინ ღამემდე გავაკეთებ და დილით ისევ თავიდან, ამასობაში კი დღეები იკარგება.
შაბათი დღე იყო, მაგ დროს დილით ადრე ვზივარ სარეჟისორო ოთახში, და დავალებულ სამუშაოს ვასრულებ, შემყავს სტუმრები, ვპასუხობ სატელეფონი ზარებს, ჩამაქვს სიუჯეტები და გადის ეთერში.ხან სამი “პეტლიჩკა” მჯირდება ხან სტუმარი მღერის მინუსზე, ხან პლიუსზე. აბა ტიტრი და სტატუსიო, და ასე.. . ამასობაში კი ისეთი აურზაურია. . .შევეჩვიე კიდეც ასეთ რეჯიმს. სხვაგვარად ძალიან ვიღლები და თავი უსარგებლო ნივთი მგონია, ჯურნალისტებს ორნაირი დღე აქვთ. როცა სულის ამოძრობამდე დარბიხარ და, ერთადერთი რაც გააკეთე ყავა დალიე, და დღე როცა ყოველგვარ უსაქმურობას შეგიძლია ძეგლი დაუდგა, საშინლად არ მიყვარს მეორე სახის დღეები. ფიქრი არ მიყვარს, ფიქრი და წარსული.
დღეს შუამდე იყო გადაცემა მისული, ერთ-ერთი სტუდიის ოპერატორი ამბობს პულტზე მინდა კამერაო, ისეთი ზარმაცია, კადრზე კამერის გაყოლება ეზარება ორ მეტრის მანძილზე.მივუბრუნდი და ვეუბნები” შენ რომ იყურები ისეთი კამერით ვერ მუშაობ და მასეთით საერთოდ რას იზამთქო” მომიბრუნდა და მეუბნება ვითომ ხუმრობით “ ცეცხლს ნუ ეთამაშებიო”
გავხედე და ვუთხარი” დიდი ხანია ცეცხლთან თამაშს მოვრჩი, ახლა მე მგლებთან ვთამაშობ.” ეტყობა არ ელოდა ამ პასუხს. . . ისე არც მე ველოდი.იცებ მიხვდა, რომ ეს არ უნდა ეთქვა, და დათმობილივით მითხრა ძალიან ცოდვა ხარ მაგისთვისო. მაგრამ უკვე ვისწავლე თავის დაცვა. იმუნიტეტი გამომიდგა ძლიერი.

დღეს გავიცინე მგონი პირველად,მარტის თვის შემდეგ, დავჯექი და მარტომ ვიცინე, როცა ერთი სურათი ვნახე სხვის ფეისბუკზე გამოჭიმული, ამის დანახვა ძალიან მინდოდა. თან მჭირდებოდა. წამოდგენა ისე წამიხდა, გახსენებაც არ მინდა არაფრის. ზოგი ჭირი მარგებელი ,კარგია, რომ ვნახე.
ასე ხდება ალბათ ხშირად, ყველაფერი იცვლება და შენ უბრალოდ გაქცეული კადრებივით უყურებ ასე შორიდან,თითქოს, როგორც "დივიკამში" შეგორებულ მასალას ისე აყოლებ თვალს, გინდა ამოჭრა საუკეთესო მომენტები, სადაც შეუცდომლად "ილაპარაკა შენმა რესპოდენტმა". თითოქოს ყველაფერი თვალწინ ჩამოგირბენს.ბოლოს მასალა კი მაინც ნეგეტიური გამოდის. გტკივა მაგრამ გადაგაქვს, გაქცეევა გინდა და ვერ მირბიხარ, იმიტომ რომ სხვა რაღაცა რჩება , რის წინაშეც უბრალოდ ვალდებული ხარ.
ასე გრძელდება ყოველ დღე. ხვალ კი შესაძლოა სხვისი ამბავი გქონდეს გადასაღები, შენი კი, როცა იცი უნდა დაივიწო, ცოტა ძნელია...

Комментарии

Dato trapaidze написал(а)…
მგლებთან მოცხეკვავე მინახავს, მაგრამ მგლებთან მოთამაშე არა ჯერ :)
კარგია კარგი. მთავარია თამაშის სურვილი ;) მისასალმებელია
კოპალა написал(а)…
მეც არ მეგონა,ასეთი რამე თუ ხდებოდა,სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე, ხო ახლა მე, ვთამაშობ მგლებთან...
Анонимный написал(а)…
ჟურნალისტის პროფესია ალბათ ერთ-ერთი მცირეთაგანია როდესაც შეგიძლია სრულიად უცნობ ადამიანს დაურეკო და უთხრა რომ მასთან გასაუბრება გჭირდება.

Популярные сообщения