"ფოსტალიონო, მე აქ აღარ ვცხოვრობ"



მე, სხვა ფანჯარაში გადავედი,
აქედან გავიქეცი,
სიყალბე იყო და წავედი.
დავტოვე ის ფანჯრები
სადაც ვიცხოვრე.
და რაც მოგონებებში გადავაგზავნე

ხანდახან, ყელზე მომდგარი მაქვს სიტყვა -- " გახსოვს?"
მაგრამ , ალბათ
არა!
მე, აღარაფერი არ მახსოვს და ამ ფანჯრიდანაც გავდივარ.



აწი, ყველა ფანჯარა ერთნაირია, უარაფლო, უკარო და უემოციო....



სულ , მეგონა, რომ... მე რატომღაც ყველაფერი ზღაპრული მგონია, როგორც ეს ფანჯარა...
კიდევ , იცი რისი მჯეროდა, რომ მეც მექნებოდა ისეთი ფანჯარა სადაც შენც იქნებოდი.და შევძლებდით .. ალბათ აღარ ღირს ...

წავედი,მე .........


წერილი ეძღვნება იმას "ვინც მითხრა,ურჩხულები არ არსებობენო და მერე იმათ ბუნაგში შემიყვანა"

ფოსტალიონო, ბოლო წერილს ველი და მივდივარ....
მე აქ უკვე აღარ ვცხოვრობ...

Комментарии

Dv0rsky написал(а)…
და სად წახვედი?
კოპალა написал(а)…
ლოგიკური კითხვაა, ოღონდ მეც არ ვიცი სად წავალ ჯერ, გზა ბევრია არჩავანი მაქვს ერთი. . .
იქ, სადაც ფასულობები და ღირებულებები უცვლელია.და მე კვლავ მე დავრჩები, იქნებ შორს იქნებ აქვე ახლოს. . .
Анонимный написал(а)…
მეც მინდა წასვლა. ორონდ სად, ხშირად სულ ერთია. ოღონდ ცოტა შენთან ახლოს ვიყო. უჩუმრად, გიყურო, დავტკბე და თან დავიშაშხო შენი სილამაზით. მეტი არაფერი მინდა

Популярные сообщения