ანონსი- ბლოგი ცოცხალია

სრულიად მოულოდნელად შემოვიხედე, შემენანა საკუთარი ნაწერების ასე განადგურება, ხელი ჩავიქნიე და ბლოგიც დავივიწყე, აქ ისიც ძალიან იშვიადად მხოლოდ მკითხველის სტატუსით შემოვდიოდი, სხვა ბლოგებსაც წავიკითხავდი და მორჩა... შემენანა დასათმობად ეს სამყარო.
ჩემი გამოგონილი, რეალური არარსებული თუ შეფერადებული დეპრესენტი, რომელიც ჩემთან ყოველ საჭირო დროს იყო და იტევდა ჩემს ბოდვას.

ახლა მე აქ ვარ,
გამარჯობათ :)
მე, კოპალა ვარ
და რატომღაც ქვეცნობიერად მჯეროდა,უფრო სწორად კი თავს ვაჯერებ, რომ აქ ჩემს ნაკვალევს ეძებ და ხანდახან მგონია, რომ ჩემი გაუჩინარება შენც არ გაგიხარდა, ხოდა, (ხოდა, ეს ჩემი საყვარელი სიტყვაა) მგონია( თუ არ მეჩვენება) რომ, ჩემი გამოჩენით შენც გაგახარე :)
-აწი რას დავწერ, ეს მკითხე? არ ვიცი ალბათ ყველაფერს , უშენოს და შენსას. წამოიდგინეთ კულინარიაზეც , მოდაზეც და ცოტა სულელ კაცებზეც.მოკლედ,მეც არ ვიცი რა გამოვა :) და ალბათ არც აუცილებელია წინასწარ ყველაფრის ცოდნა :)
და თუ შეძლებ აიტანო, გაუძლო და წაიკითხო, ჩემი მოწითალომოყვითალომოიისფრო ბლოგი თავისივე მისტიკური სიზმრებით, დამხვრეულ ოცნებებზე მიტირებებით,ჩემეული ფილოსოფიური ბოდვანი და განხილვანი,კულინარიული ჩამწვარ ჩახრაკული საჭმლის გემოთი, ამიერიდან, აქ ვიქნები ხოლმე.

და, აწი ბევრი ”ხოდა” იქნება :))))))))
ერთ ჩემს საყვარელ სიმღერას დავტოვებ განწყობისთვის და დაველოდები ხვალინდელ დღეს

Комментарии

Dato trapaidze написал(а)…
დაბრუნებას გილოცააააავ :) წერე ყველაფერზე რაზეც გინდა. მთავარია წეერეეე. ცოდოა მიტოვებული ბლოგი :)წერე წითელყვითელათასფერი ამბები და გაგვიზიარე ჩვენც. მითუმეტეს ძალიან კარგი წელი იწყებაა !!!
Unknown написал(а)…
დაბრუნდა. მიხარია
Unknown написал(а)…
დიდება დაბრუნებასა, ჩვენო კოპალა გოგოო...
ბლოგი არ მოკვლა. ხომ იცი კაცის მკვლელი და ბლოგის მკვლელიც მკვლელიაო...:)
გილოცავ დაბრუნებას!
კოპალა написал(а)…
მადლობა დავით, გამამხნევებელი სიტყვებისთვის ძნელი ყოფილა დაბრუნება, და უფრო სასიხარულო, რომ შეამჩნევენ ამას და გაგამხნევებენ :)))
ხისსუნიანსახლს მადლობა,წერილი ბიჭს, შთამბეჭდავი იყო,განსაკუთრებით ფრაზა --"წავედი"ს არასდროს ვამბობ იმისთვის, რომ მითხრან "დარჩი". მიყვარს შენი მყუდროება...
ტარიელ მადლობა და განახლებულ ბლოგლისტში პირველი ხარ ვინც ჩავწერე :)))
წარმატებები ჩემნაირებო და ცოტა წარმატება მეც :))))
Анонимный написал(а)…
kargi xar
ნან написал(а)…
ველქამ :)

Популярные сообщения