წამეშალა ყველაფერი რაც დავწერე, თუმცა ჩვენ ხშირად ყველაფერი გვეშლება, არ ვიცით რა არის უკეთესი
საით უნდა ვიყუროთ, მაგრამ . . .
მერე, თავს ვიმშვიდებთ აუცილებელი არ არის ყველაფერი იდეალურად იყოსთქო.

”თოვლი იყო და გადნა, ყველაფერი ასე გაივლის ”--დედა ანა


თოვლი გადნა...
ნუთუ ზამთარი ასე მომწყინდა?

ვიცი, რომ არაფერია მარადიული, არაფერია მთელი
ვიწყაპუნებ რა მე თქვენს ნერვებზე, ხანდახან აუტანლად მინდა ნერვების მომშლელი ვიყო.
მეც მინდა არაფერი,
მეც მინდა არაფერი

სიცარიელე- როცა სიცარელი ისე მჩატეა დარდადაც არ ღირს,

კითხა მაქვს ერთი....მხოლოდ ერთი, და ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ დავსვა... თუმცა არცერთი პასუხი არ გამიხარდება , არც კი და არც არა...
მჭირდება პასუხი...
როგორ მინდა მის ნერვებზე, ჩემი წითელი წკაპუნებით დავაბიჯებდე...
განა ასე ბევრი მინდა ?

მერე კი. მინდა ღიმილი ისე აშრებოდეს სახეზე, როგოც მე მაშინ როცა ალუბლის ნამცხვარი მინდა და არ მეჭმება...

თოვლივით თუ ყველაფერი დნება თუ ქრება, რომ მომწყინდება. მერე მეც არ ვიდარდება შეაშრება თუ არა ღიმილი სახეზე. და საერთოდ აქვს თუ არა მას ისეთივე სახე,


”ყველაფერი რაც ვიცი, ვიცი იმიტომ , რომ მიყვარს ” -ტოლსტოი

ვწუხვარ, თუ არაფერია მარადიული
თუ ეს მბრუნავი დედამიწა ისევ იქ მიმიყვანს, ..
ტავტოლოგია საშინლად მოსაწყენია

რა მოსაწყენია თოვლი არა ?


იდალური დღე....
ყავა რძით,
ფანჯარა...
წვიმა და ფიქრი...


”გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!”_ სერაფიმ ვირიცელი

და თუ გინდა გაიგო , როგორი ვარ, მნახე როგორ ვიქცევი როცა ვმარცხდები...

Комментарии

Популярные сообщения