განრისხებული ცის ქვეშ დგომა და ღამის სიზმარი

მჯერა.. ყველაფერი დაიწყება თავიდან...
თითქოს ყველაფერი სიზმრად მაქვს ნანახი .
წვიმაში დგომა პირველად შემძულდა……
საშინელი წინათგრძნობა მაქვს…
იმ ღამით სიზმარშიც ვნახე. . .
შავი როლინგი ეცვა, მივდიოდი და უკან მომყვებოდა, მეგობარმა მითხრა ნახე სულ უკან მოგყვება და შენ ვერასდროს ხედაო, მაშინვე მოვიხედა და მართლა გვერდით მედგა. . .რომ შევხედე უიმედოდ მიყურებდა...ეს სიზმარი იყო...აღარ მახსოვს ბოლოს, როდის ვნახე სიზმრად…
როგორც იქნა გამეღვიძა...


მერე კი გზაჯვარედინზე წვიმამ ლამის წამიღო...
არადა ტელეფონიც მაშინ დამიჯდა.. მანქანა არ დაიქოქა... ცარიელმა ტაქსიმაც არ გამოიარა, ხოლო არცერთი სამარშუტო ტაქსი ტელევიზიის მიმართულებით არ მიდის.
აღასოდეს მომჩვენებია სამყარო ასეთი ცინიკური და ყალბი, როგორც მაშინ..
ვერ ვიტან როცა წვიმს, როცა მცივა და როცა ვერ...
სამსახურში, როგოც კი დავბრუნდი მანქანა უპრობლემოდ ამუშავდა. . .


ვერ ვიტან, როცა განრისხებული ცის ქვეშ ვდგევარ და ამით თითქოს არაფერი. . .
ვერ ვიტან როცა ბნელია, გაურკველი მომავალი მაშინებს
წინ არაფერი ჩანს, ბინდის გარდა
რაც დავკარგე საკმარისია. . .
ვერ ვიტან როცა მშია და არ ვჭამ…
რა ცინიკურია სამყარო…

როცა სათქმელი პირზე მაშრება.
როცა ვარდები და მინდა ყოველ ჯერზე უკანსკნელი იყოს…
რა ცინიკურია სამყარო არა?


“ხელს არ გაგიშვებ პოტინე, გპირდები”
მართლა რა ცინიკურია სამყარო . . .

Комментарии

Dato trapaidze написал(а)…
კიდევ ერთი დასტური იმისა რომ - არ უნდა წასულიყავი ასე ადრეე :)
სამყარო ცინიკურია მათ მიმართ ვისაც შია, ეუბნებიან წამოდი ვჭამოთ ჩვენს გვშიაო და არჭამს :) ვხუმრობ.

Вы то, что вы думаете.

Всё, чем вы являетесь, проистекает из ваших мыслей.

Своими мыслями вы создаете свой мир
პ.ს. შემოუშვი უფრო მეტი პოზიტივი, გახსენი დარაბები :)
Анонимный написал(а)…
ნათია, შენს ბლოგს არც ისე დიდი ხანია ვკითხულობ და მომწონს. ამ შაბათს თუ კვირას კი აჭარის არხზე გნახე და ქურქის გაწმენდვის რჩევაც მოვისმინე :)

ნათია, იმდენად საინტერესო ადამიანი მგონიხარ, რომ ერთ რჩევას მოგცემდი, თუ არ მიწყენ. შეგიძია ეს კომენტარი წაშალო კიდეც, არაა პრობლემა.
საკმადო დაძაბული ჩანხარ ეკრანზე, არადა მაგ რუბრიკას პირიქით უფრო მოუხდება. ეცადე გათვისუფლდე და უფრო ლაღი იყო.
წარმატებები :)
კოპალა написал(а)…
დათო მართალი ხარ , ასე ადრე არ უნდა წამოვსულიყავი, კარგი ფართი იყო :)
არადა, მართლა საშინლად მშიოდა, მაგრამ არ ვჭამე, თუ გშია უნდა ჭამო თუ არადა აღარ უნდა დაიწუწუნო :))))
კოპალა написал(а)…
ანონიმურო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ბლოგი მოგწონს :)შაბათ-კვირას რჩევებსაც თუ ისმენ ესევ კარგია :))

რჩევისთვის მადლობა :))) რათქმაუნდა კომენტარს არ წავშლი, ვიცი იდიალურად არ გამომდის რუბრიკის წაყვანა,მაინცდამაიც ამბიციური არ ვარ და კრიტიკა მიყვარს, და ბევრიც მესმის,მეგობრებისგან , მშობლებისგან და ყველა იმ ადამიანისგან ვისაც ჩემთვის მხოლოდ კარგი უნდა :)))

არა სულაც არ მწყინს თქვენი რჩევას პირიქით, მაქსიმალურად ვეცდები გავითვალისწინო, რამდენად გამომივა არ ვიცი მაგრამ ვეცდები:))))
კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა :)

კეთილი სურვილებით
კოპალა :)
Sukho написал(а)…
თუ გჯერა აუცილებლად დაიწყება. მე უკვე აღარ მჯეროდა, მაგრამ რაღაც მაინც იწყება თავიდან. უფრპ სწორედ ახალი იწყება, რომელიც ახლოსაა იმასთან რისი თავიდან დაწყებაც მინდოდა...

:)
კოპალა написал(а)…
სუხო, დავიჯერებთ თუ არ დავიჯერებთ, მაინც ყველაფერი იწყება თავიდან თავისით, არაფერი არ ჩერდება ისევე, როგორც დრო. რაც იყო ის გაივლის და დრო ისე დაიწყებს ათვლას, აითვლის საათს, წუთს და წამს...
მიხარია, თუ დაიწყო ის რაც გინდოდა :))))
წარმატებები სულხან :*

Популярные сообщения