single party და ჰარაკირი


მოდით სხვანაირად ვეცადოთ, ვიქნები ერთხელ მეც რეალური, დავეშვები დედამიწაზე და მოგიყვებით რეალურ ამბებს, სადაც მე ვცხოვრობ, სადაც ყველაფერი ნამდვილია, ხელის შეხებაც შემიძლია, არც კითხვის ნიშნებია და არც მრავალწერტილები. ეგ ლურჯგანზომილებიანი სამყარო სულაც არ არის.
ყოველთვის, როცა რაღაცას ვივიწყებ სულ მგონია,რომ უბრალოდ არ მინდა დავიწყება და ამას იმიტომ ვერ ან არ ვაკეთებ.
მეგობარმა მომწერა გუშინ "ადამიანებს სამი რამის ეშინიათ იცოდე- მარტოობის, სიცილის და დავიწყების".
თუ ადამინებს დავიწყების ეშინიათ, გამოვიხურავ ამ კარსაც და რეალურ სამყაროში დავრჩები.
თუ დამიტოვებთ დავრჩები...
გამოსაგონებელი არაფერი დამრჩა.რაც გამოვიგონე საკმარისია

სიყვარულის დღე იყო. გადაღებაც მქონდა და ყველაზე დიდხანს გამიგრძელდა , დაღლილი დავბრუნდი, დილით ფეისბუკის კედელზე ასეთი შინაარსის შეტყობინება ვნახე "მარტოხელების ფართი ვინილში"
მოგვიანებით სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ბარში, და გამიხარდა “ჩემნაირების” დანახვა”))))
მე ერთი ჭიქა ბეილისი განწყობისთის ( შემიწყალეს) დანარჩენებს კი გამჭირველე მინის ჭიქებში ნახევრამდე ავსებული წითელი ჰარაკირი ერგოთ. საკუთარი ხელით გამოტანილი განაჩენი, რომელიც მუცლის გამოფატვრას არა მაგრამ საგონებელში ჩაგდებას მაინც გვიპირებდა , ალბათ ამიტომაც იყო ლაპარაკი მერე ასე ადვილი, იაპონურად თავგანწირვის ხასიათზე გვაყენებდა საკუთარი მარტოობა.
ცარიელი ცუდის ბოთლი დატრიალდა.
ყველა თამაშს მისი წესი აქვს. აქ მთავარი გულწრფელობა იყო, არავის ქონდა უკან მოსახედი,არც დასაკარგი, სიყვარულის დღე იყო და არავის არ ახარებდა საკუთარი მარტოობის ამბავი ))) მათ შორის მეც.
არადა ბეილისი ყოველთვის რომანტიულ ხასიათზე მაყენებს.
თამაში ის რაც არასდროს გაგიკეთებია დაიწყო
არასოდეს მქონია სექსი ფანჯრის რაფაზე
არასოდეს მიჭამია ზეთისხილი
არასოდეს დამირეკავს “ვიღაცისთვის” .
არასოდეს მიჭამია "მანის" ფაფა
არასოდეს დამიკრავს ვიოლინოზე
არასოდეს მიჭამია ლაზანია
არასოდეს წამიყვანია ბავშვი ბაღში.

ამგვარი დაახლოებით 100 არასოდეს იყო, ზოგი ჩემი და ზოგი სხვისი, ვისაც ის რაც სხვას არ ქონდა გაკეთებული და შენ კი ერთი მოზრდილი ყლუპი ჰარაკირი გიწევდა. (როგორც სასჯელი)
ჰარაკირმა თავისი გაიტანა, და აზარტში შესულს არავის არ აკრთობდა საკუთარი მარტოობა.
ერთი რაც კარგად დამამახსოვრდა და ოჩიმაც აღნიშნა, ის იყო, რომ გვერდით მაგიდასთან ერთი წყვილი იჯდა, მაგრამ არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, ორივეს ერთფეროვნება ეწერა სახეზე, ერთმანეთიც და ალბათ საკუთარი თავიც მოსწყენოდათ და შორიდან გვადევნებდნენ თვალს, იცი მარტოობას ერთი კარგი თვისება აქვს, სულ ძიებაში ხარ და ეს საინტერესოა..
ისე დაღვრემილი ჯდომას, დამდვილად მერჩია, ერთი თუნდაც მართალი ჰარაკირი, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს გქონდეს ოჯახი და და შეცდომით გერქვას ბედნიერი..ვალდებული იყო , და ეს ვალდებულება ჭკუიდან გშლიდეს, რაც ხშირია ქართულ ოჯახებში, წყვილებს ისეთი სახეები აქვთ თითქოს ერთი სატურნის მკვიდრია და მეორე იუპიტერის, ერთმანეთის კი არ ესმით რა უნდათ ისიც არ იციან, საერთოდ რისთვის არიან ერთად. ხშირად მხოლოდ სექსისთვის, მერე ერთმანეთი მალევე სწყინდებათ, აღარც ქონება ხიბლავთ. (ამ თემაზე მერე უფრო ვრცელ პოსტს დავწერ ) ახლა ხასიათის გაფუჭებას არ ვაპირებ
ამას ჩემი, მარტოობა ჯობია, მართლა ჯობია...

რეალური ამბების წერას გადავეჩვიე, მაგრამ მაინც ვეცდები, ამიერიდან ყველაზე უფრო რეალური ვიყო, ყველაზე მეტად ნამდვილი, შევეხო დედამიწას და დავივიწყო ისე რაც გამოვიგონე, რისი გამოგონებაც ასე მჭირდებოდა.

წითელი ჰარაკირი ლიმნით არ გინდა ?
მე ბეილისს დავლევ...


სიყვარულის დღეს გილოცავ !

Комментарии

Анонимный написал(а)…
მეც სიამოვნებით წამოვიდოდი რომ მცოდნოდა, საინტერესო იდეა ყოფილა, მომეწონა :)

გეთანხმები მთლიანად, მეც ასე ვფიქრობ...

ხშირად წერე ასეთი პოსტები :)
Dato trapaidze написал(а)…
ჰარაკირი.. და არავითარი ბეილისი. ესიყო იმ დღეს შენი ერთად ერთი შეცდომა. ჰარაკირი და სულ სხვანაირი იქნებოდა შენი პოსტი. არც იკითხავდი "თუ დამიტოვებთ"-ო. კარს შემოაღებდი და "მიდი ერთი ჩაიჩოჩე, მეც ჩამოვჯდები"-ო იტყოდი ;) თუმც მაგის გარეშეც აქა ხარ აქააა :)))

ეს პირველი მერცხალია რეალური ისტორიების. მომწონს მომწონს ;)

Популярные сообщения