ჩემი იისფერი სახლი და ვარდისფერი ფანჯრები

არ ვიცი ალბათ ყველას გვაქს სამყარო, ან მე მხოლოდ იმ ილუზიონისტების რიგში გავდივარ, რომლებიც იგონებენ და მერე აქრობენ ამ გამოგონებულ აბსურდებს

ვიგონებ სახლს...
ფანჯრებს...
მწვანე აივანს, რომელიც ჩემი დარგული მცენერეებით არის სავსე, და ყოველი წლის გაზაფხულზე მიწას ვანახლებ.
ერთ ფინჯან რძიან ყავას, და გამუდმებით ველოდები ზარს,ჩემს სახლის მწვანე კარებზე...სადაც გაფენელია წითელი ხალიჩა, წარწერით "ველქამ"
ქვაბი, რომლის გამორეცხვა დამეზარა.
ჩაიდანი, რომელიც კიდევ კარგი თავისით ითიშება. (გულმავიწყობა დამჩემდა)
კედლები ძვლისფერი ...
და მხოლოდ ერთი პოტო განწყობისთვის ფერად კედელზე
ცა მზით, ხან კიდეც მზის გარეშე...აზრი არ აქვს, ჩემი სახლის ფერად კედლებს ვერ დააბნელებს

მაგრამ...უცებ გაღვიძეებისაც როცა მუქილურჯი კედლებიან ოთახში გამეღვიძა. სადაც არც მციოდა და არც მცხელოდა, მივხვდი სხვა რეალობაში ვიყავი ...
აქ უკვე, ყველაფერი რეალობის ფერია, შავ-თეთრი და განსაცვიფრებლად მსგავსი ფრაგმენტებით
ყავისფერ ფანჯრებიდან კი ჩანს, რომ ამინდია წითელი წკაპუნების...
ყავას კი რძით აქაც დავლევ, როცა სამსახურის შავ მაგიდას მიუჯდები, მონიტორს დაუწვებ ყურებას და გავიფიქრებ , რომ მოსაწყენია რეალური სამყარო...

Комментарии

სოფი שרה Golden написал(а)…
ეს სიმღერა სასწაულად მოუხდა პოსტს.
ქვაბის გამორეცხვა კარგი იყო, აღარ დაივიწყო და გარეცხე ხოლმე, მერე სიამაყით აივსები, ჩემსავით :)))
კოპალა написал(а)…
:* :* :*კი, მეც შენსავით ვფიქრობ :)

Популярные сообщения