ჩემი უშენო შუადღე


ისევ ისეა ყველაფერი, როგოც იყო მაშინ სანამ შენ გამოგიგონებდი და მერე ისევ ჩემს გამოგონებულს გავაქრობდი . და ამ ყოფას სახელად უშენობას დავარქმევდი....
აგვისტო მიილია.
საიდან სადამდე არის უსასრულობა , და ფიქრი რომელიც შენ და ჩემს შორის არსებობს ...
არ არსებობს არაფერი მარადიული.
მარტო ფიქრი და უსასრულობა...
რომელიც ჩემს და შენ ყოფას არაფრად არ აგდებს...
მაგრამ საით მიდის დღეები... იქ სადაც უფრო ადვილია...
ნოემბრის შუადღეა...
წვიმა...
თქეში...
უფერული და გაცვეთილი ფიქრები.
მოსაწყენი
გრილა..
ცხელი ყავის ფინჯანი
ისევ
ცარიელი შუადღე
აქ არ ხარ და უშენობა არ მიყვარს...
სათაური მაქვს...შუადღე უშენოდ...
სათქმელი ყელში გადამცდა...
უშენო შემოდგომა არ მიყვარს...
მოკლედ წავედი მე, მინდოდა მეთქვა, რომ მენატრები
სათქმელი ვერ გითხარი, და ახლა ამ წვიმიან შუადღეს უშენობას ვებრძვი...

Комментарии

Популярные сообщения