არაზღაპრული ამბავი

პატარებს სულ უყვებიან ზღაპრებს სიკეთეზე. სადაც ბოროტი ყოველთვის მარცხდება,
არადა, რეალურ ცხოვრებაში მათი გამიჯვნა ძალიან ჭირს ხოლმე.

მეც ზღაპრების დიდხანს მჯეროდა...

ერთი დღის ნაწილობრივ რეალური ამბავი
ნაწილი კი ისეთივე მოგონებულია, როგოც ის ფაქტი, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს


ჩვეულებრივი გაზაფხულის დღე იყო, მოქუფრული, წვიმას აპირებდა მაგრამ არც ვწიმა ჩანდა და არც მზე.
მობილურზე მირეკავს, შენი ნახვა მინდა, ვილაპარაკოთო
სხვისი უბედურების მოსმენის ხასათზე ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ძალდატანებით დავთანხმდი და სამსახურის კიბეებს დაუყევი. თავი მისკდებოდა მაგრამ ყავის დალევა მინდოდა. ვთანხმდები.
–უთხარი ჩემთვისაც ყავა და ჩამოვალ. ვეუბნები, მაგრამ ვამადლი ჩემს თავსაც და მისი მოსმენა, რომ მომიწევს.
მობილური ზემოთ დამრჩა, მაგრამ მიბრუნება მეზარება,არადა უმნიშვნელო ზარს ველოდები.

ვჯდები პატარა მაგიდასთან, შუშის ვარანდაა და ყველაფერი ჩანს. თუმცა არც იქ ხდება რამე განსაკუთრევბული, მანქანამ ჩაიარა , თვალს ვაყოლებ.
ყავაც გემრიელია .
ახალი ფერადი მაისური მაცვია, რათქმაუნდა წითელი.
ჩემს წინ ზის,
-იცი მაინც რა გჭირს?
-კი
-სადაცაა სიცილი წამსკდება , მინდა დავცინო მაგრამ მეცოდება ტანსაცმელი დიდი აქვს რაღაც ლურჯი ზოლიანი , გრძელი მკლავებით .ეს კიდე უფრო საშინელ სანახავს ხდის. მინდა დავეხმარო მაგრამ ... რომ, ვუყურებ მეზიზღება ის ასეთი
-ყავას ვსვამ და სიამოვნებით ვტკბები, წვიმა დაიწყებს მგონი უადგილოდ წამივიძახე და რომ გავხედა ესეთი თვალები ჰქონდა. ბუნებაზე ლაპარაკის დრო არ იყო მივხვდი.
გისმენ !მკაცრი ტონი მაქვს
ლაპარაკს ხმადაბლა იწყებს , მგონია რომ საკუთარ თავს ელაპარაკება ის კი არ უსმენს.
არ ვიცი რა გითხრა, არ ვიცი რატომ მინდოდა შენთან ლაპარაკი, მეშინია..
გამომეტყველაბა შემეცვალა
და რისი უინტერესოდ ვკითხულობ ?
- არ ....
- ყველა მასე ფიქრობს, თავი არ ამიწევია ისე უთხარი.

- მე მას ....
ლაპარაკს ვაწყვეტინებ
-საკმარისია გესმის

ძნელის ვიცი, როცა მოსაგონარი ცუდი გექნება, ეს ყველაზე ცუდია ვიცი. როცა შეიძლება ყველაფერი ისე დამრთავდეს კარგად მაინც გაიხსენო, მაგრამ ამას უკვე ვეღარ შეცვლი.
ვეღარ შეცვლი, აზრი, რომ უფრო კარგად გაეგო ბოლი წინადადება ორჯერ გავიმეორე ...და ბოლოს დავაყოლე, ვეღარ...

ყავა გამიცივდა, განწყობაც
-მომიყევი ყველაფერი და განთავისუფლდი მაგ სიყალბისგან.
ყვება გაუგონარ ამბებს

- მე ის შემძულდებოდა შენს ადგილზე , რომ ვიყო , გულსწრფელად ვეუბნები და არ ვნანობ, ჩემს სიტყვებს.
რჩევა მაქვს ერთი და მიკვირს მე ხომ ასეთ დროს რჩევებს არ ვიძლევი.
--დაივიწყე ეს ბოროტება, და არ გახედო არასდროს წარსულს , გაიხადე ეს საშინელება და იცოდე ეს გამიზნული სიბოროტე იყო და თავს ნუ მოიტყებს.
ბოლოს მოთმინებამ მიღალატა, ვერ ვიტან როცა ადამიანებს ცუდად ექსევიან და მათ კი ამის დანახვა არ უნდათ, კიდევ ბევრი ცუდი რაღაც უთხარი, უთხარი ის რისი დანახვაც არ უნდოდა , სახელსაც დაივიწებდა და შეიძლება დავიწებოდა კიდეც რომ არსებობდა სადმე სიკეთე. მაგრამ სიმართლე ასეთი იყო და მე ტყუილის თქმა არ შემეძლო.

ისიც წავიდა...
დავრჩი მარტო ყავასთან. ბოლო ყლუპი ჩამდის ყელში ცივია მაგრამ მსიამოვნებს.
ერთი ყავა მინდა კიდევ...
უკვე წვიმს…



პირველად დავლიე დღეს მარტომ ყავა...
ეს იყო ბოლო დიალოგი საკუთარ თავთან.

Комментарии

Популярные сообщения