რელიგიური ფრაგმენტები და აღდგომის ღამე !



წარმოიდგინე რამდენი დრო გავიდა, ისე მეჯავრებოდა ( მძულდა უფრო ზუსტი იქნება) რამოდენიმე წლის  წინანდელი  მაისი... ყველა იმედ გაცრუება ერთდროულად დამატყდა თავს, მდუმარებაში ვიყავი, რაც შევძელი ის იყო, რომ ზურგშექცევით ვუყურებდი საგნებს..
საკუთარი უსუსურობა მკლავდა, საკუთარი სიმხდალე,  ის თვისებაც  კი მაღიზიანებ, რაც მაიძულებდა ცოტათი  მაინც ადამიანურობა  შერჩენილიყო ჩემში.. მკვლელი არა , მაგრამ საკუთარი თავის გამანადგურებელი კი ნამდვილად ვიყავი, რომელშიც ასე ერთი ხელის მოსმით შემოიჭრა მაზოხიზმი, ცოტათი მიზანთროპიაც  და თვითგანადგურებით ვიქცევდი თავს, ეს უკანასკნელი კი ყველაზე კარგად გამომდიოდა, საკუთიც თავიც მძულდა, ღმერთისთვის ხმა არ გამიცია, ასე უხმოთ მდუმარებაში გამოვიარე, მხოლოდ რწმენა არ დამიკარგავს, თუმცა ეგ იყო რაც ჩემში გადარჩა, იმ წითელ ბერეტიან პარიზზე მეოცნებე გოგოსგან, ალბათ ეს იყო ჩემი სისუსტე და სიძლიერეც.ზუსტი გამოსახულება ფრაზის -„ რაც არ გკვლავს, გვაძლიერებს“
პრაგმენტი პირველი
წყნეთი 2011 წელი ოქტომბერი
შემოდგომის სასიამოვნო დღეა, დილის 7 საათი , ნაძვნარია და ხვეულიანი გზები,ძლივს შევნიშნე ასე ადრიანად წყნეთის გზაზე მოსახლე და ვეკითხები, ხომ ვერ მიმასწავლით „დედათა მონასტერი სად არის „ -გზა მიმასწავლა და 5 წუთის სავალზე, გზის მარჯვენე მხარეს პატარა სახლი ხოლო სახლის უკან ტაძარი გამოჩნდა, აღმართი ავიარეთ ისეთი სასიამოვნო ნიავი ქროდა, თან ისეთი სიმშვიდე სუფევდა სუნთქვა შემეკვრა, დედაოებს გულმოდგინეთ დაუხარებით ბაღი,ფერედ-ფერადი ყვავილები და ხეხილი.  აღმართის თავზე რიგი იდგა, მეც მორჩილად ჩავდექი რიგში, ( მგონი ერთადერთი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ამ რიგის  დარღვევა არ მინდოდა) და ასე ჩემი წარსულით , ზურგზე აკიდული გაურკვევლობით, ჩემი ზომა ჯვრით უფრო დიდი  ჯავრით  ჩავდექი რიგში, კარი შევაღე ვიგრძენი მუხლები მიკანკალებდა, თავის აწევა მომერიდა, სულ ვფიქრობდი ნეტა ეს დედაო როგორიათქო, მასზე იმდენი რამე მსმენია, დაჯექი შვილო, მითხრა და  მის წინ დადგმულ ხის დაბალ სკამზე მიმანიშნა, დავჯექი „ ღმერთს ძალიან უყვარხარ, მეორმოცე ფსკვნილზე შემოხვედი, ყველაფერი კარგად იქნება „ ცოტაც კიდევ ვისაუბრეთ  , ბოლოს კი ასე დამემშვიდობა „ ვილოცებ შენზე ნათია“
და მას შემდეგ როცა ძალიან მიჭირს, როცა სული ყელში მაქვს გაჩხრილი...ვიმეორებ ფრაზას „ მე ვილოცებ შენზე ნათია“
და  ეს გრძელი და ხვეულებიანი გზა უკვე მრავალჯერ  მაქვს  ავლილი...

ფრაგმენტი მეორე
 2013 წლის  7 აპრილი
მითხრეს, თუ 24 საათის განმავლობაში 7 ტაძარში მოილოცებ რასაც ჩაუთქვამ აგიხდებაო, არ  ვიცი რამდენი საათი ვიყავი გზაში, მოვილოცე 9 ტაძარში ...ახლა კი ველოდები ჩემი ნატვის ახდენას, ვიცი, მჯერა ის აუცილებლად ასრულდება

ფრაგმენი მესამე
2010 წლის დეკემბერი (რიცხვი არ მახსოვს)
ჩემი მეგობარი მირეკავს ძალიან გთხოვ დედაჩემი ჩამოდის და დახვდი გასვლას ვერ ვახერხებო, მატარებლის სადგური არც ისე ახლოა , რათქმაუნდა მივაკითხე დათქმულ დროს, დეიდა ია მანქანაში მიჯდება, საკმაოდ გრილად აცვია, ეტყობა ცხელოდა მატარებელში,  ჯერ მადლობას მიხდის, შემდეგ სხვათაშორის მითხრა „იცოდე შვილო ბოროტებას, ბოროტებით ვერ დაამარცეხ, ასე ის უფრო ძლიერდება, მას სიკეთით უნდა ებრძოლოო“ არ და ვიცი რამდენი დრო გავიდა , დღემდე მახსოვს და ამ ზერელედ და სხვათაშორის ნათქვამი სიტყვებისთვოს , თითქმის არასოდეს  არ მიღალატია. ალბათ ამისთვის არ გამწირა ღმერთმა...

ეს ამბავიც მორჩა , ახლა ერთ საინტერესო ამონარიდს დაგიტოვებთ , საკუთარი განსაკუთრებულობები, რომ უკეთ შეიგრძნოთ „ერთხელ ერთ ცნობილ პროფესორს ლექცია მიჰყავდა ერთ უზარმაზარ, ხალხით სავსე დარბაზში. საუბარი ყოველი ადამიანის სიცოცხლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეხებოდა. 5 წუთიანი შესავლის შემდეგ პროფესორმა ჯიბიდან 100 დოლარიანი ამოიღო და აუდიტორიას შეეკითხა: – ვის სურს,რომ 100 დოლარი ვაჩუქო ? ხალხს გაეცინა და ყველამ უყოყმანოდ აიწია ხელი. – ძალიან კარგიგაეღიმა პროფესორს.შემდეგ კი 100 დოლარიანი ხელში მოჭმუჭნა და ისევ იგივე კითხვა გაუმეორა აუდიტორიას: – კიდევ სურს ვინმეს, რომ ვაჩუქო ეს ფული? ხალხმა კვლავ უყოყმანოდ აიწია ხელი. – კარგითთქვა პროფესორმა და ახლა ფული ძირს დააგდო და ზედ ფეხებით გადაუარა. შემდეგ კი ხელში აიღო, ჭუჭყიანი 100 დოლარიანი და ხალხს მიმართა: – და ახლაც სურს ვინმეს ეს ფული? ხალხმა ისევ აიწია ხელი. – მეგობრებოგანაგძო პროფესორმა ლექცია. დღეს თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ისწავლეთ და გაიაზრეთ მიუხედავად იმისა, რომ ფული ძირს დავაგდე და დავკუჭე, თქვენ მაინც არ გითქვამთ მაზე უარი და ეს ერთი მარტივი მიზეზის გამო მოხდა, ჩემს მოქმედებებს მისი ღირებულება არ შეუცლიათ. 100 დოლარი, კვლავ 100 დოლარად დარჩა და არ დაუკარგავს თავისი ღირებულება.. ცხოვრებაში შეიძლება უამრავი შეცდომა დაუშვათ, შეიძლება მრავალჯერ ჭაობშიც კი ამოყოთ თავი და მოგიწიოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ზრუნვა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ, რომ თქვენს ღირებულებას ამით არასოდეს დაკარგავთ, რადგან თქვენ ყველანი განსაკუთრებულები და უნიკალურები ხართ !
ალბათ მკითხავთ, რა შუაშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან, ვინც მიხდება და არაფერს მკითხავს , გამოდის იმისთვის მიწერია ეს ყველაფერი
ყოველთვის გემარჯვებინოთ ბოროტებაზე თქვენივე სიკეთით, ვინაიდან მე მრავალი ბოროტების მიუხედავად როცა შავ გვირაბში და ორმოებიან  გზაზე  ვიარე , ახლა აქ ვარ თქვენთან და სიკეთისკენ მოგიწოდებთ...
არასოდეს დაგავიწდეთ ( ბოდიში დამოძღვრისთვის ) სიკეთეს დიდი ძალა აქვს და ის ფასდაუდებელია...
    ქრისტე აღსდგა!!!!!



·         0

Комментарии

Популярные сообщения